Aa
Aa

"ტოტენჰემის" მარტივი სამი ქულა - "დეზებმა" "კრისტალ პალასი" გაანადგურეს

პრემიერლიგის მე-5 ტურში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

„დეზებმა“ საქმე პირველივე ტაიმში დაასრულეს და მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

დუბლით გამოირჩა სონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდა.

პოჩეტინომ დასახულ მიზანს მიაღწია - გუნდმა მარტივად მოიგო და ჩემპიონთა ლიგისთვის ძალებიც დაზოგა.

„ტოტენჰემი“ 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-3 ადგილზეა, თუმცა ტურის დასრულებამდე მათი გადასწრების შანსი ერთბაშად რამდენიმე გუნდს აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები