Aa
Aa

იპონი 22 წამით ადრე! ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონია!

ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის  -90 კგ. წონითი კატეგორიის ოქროს მედალოსანი ლაშა ბექაური გახდა.

მან მეოთხედფინალში გერმანელი მაი დაამარცხა. ბექაურს გერმანელის დამარცხებისთვის მხოლოდ 8 წამი დასჭირდა. ნახევარფინალში ლაშა ბექაურმა მანსურ ლორსანოვი 9 წუთიან ბრძოლაში დაამარცხა და ფინალში გავიდა!

ფინალურ შეხვედრაში ბექაურმა უნგრელ გოზის დაუპირისპირდა. ლაშა 0:1 მარცხდებოდა, თუმცა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და 22 წამით ადრე იპონი შეასრულა! ქართველმა ოქრო სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

საერთო ჯამში ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ორი დღის შედეგებით საქართველოს ნაკრების აქტივში 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.

ცხელი ამბები