წურწუმიას შემდეგ გობაძეც! მეორე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში!
Aa
Aa

წურწუმიას შემდეგ გობაძეც! მეორე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში!

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილში 82 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე ფინალში გავიდა.   ფინალისკენ მიმავალ გზაზე ქართველმა სპორტსმენმა ამერიკელ სტეფანოვიჩს 7-0 მოუგო, მეოთხედფინალში ჩინელი ძიანი 9:0 გაანადგურა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკ ხაშიმბეკოვს შეხვდა, გობაძემ აზიელი 3:1 დაამარცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასევე გავიდა ნუგზარ წურწუმია, რომელიც 55 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის. წურწუმია ფინალში ყაზახ ზაკანშას შეხვდება.

ფინალური შეხვედრები 15 სექტემბერს გაიმართება. 

მსოფლიოს ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარეობს.

ცხელი ამბები