წურწუმია წმინდა გდებით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია!
Aa
Aa

წურწუმია წმინდა გდებით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია!

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატმა სტარტი აიღო. ტურნირის პირველ დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ წარმატებით იასპარეზა და ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ვიტალი კაბალოევი 8:3 დაამარცხა. წურწუმიამ ნახევარფინალშიც წარმატებით იასპარეზა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა! წურწუმიამ ნახევარფინალში იაპონელი შოთა ოგავა წმინდად დაამარცხა.

 

ასე რომ ქართვლი ფალავანი სამშობლოს როგორც მინიმუმ ვერცხლის მედალს მოუტანს.

ნახევარფინალში გავიდა ლაშა გობაძე, რომელიც 82 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის. მან მეოთხედფინალში ჩინელი ძიანი 9:0 გაანადგურა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკ ხაშიმბეკოვს შეხვდება.

ცხელი ამბები