წარმატებული სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატზე - ორი ქართველი ფალავანი ნახევარფინალშია!
Aa
Aa

წარმატებული სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატზე - ორი ქართველი ფალავანი ნახევარფინალშია!

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატმა სტარტი აიღო. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ წარმატებით იასპარეზა და ნახევარფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ვიტალი კაბალოევი 8:3 დაამარცხა.

წურწუმია ნახევარფინალში იაპონელ შოთა ოგავას შეხვდება. ასევე ნახევარფინალში გავიდა ლაშა გობაძე, რომელიც 82 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის. მან მეოთხედფინალში ჩინელი ძიანი 9:0 გაანადგურა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკ ხაშიმბეკოვს შეხვდება.

ნახევარფინალური ბლოკი დღეს, 14 სექტემბერს თბილისის დროით 16:00 საათიდან დაიწყება.

ცხელი ამბები