პროგრესი და პრობლემები - რა მოხდა დანიასთან? მატჩი, რომელმაც ბევრი რამ დაგვანახა

სიახლე 13.09.2019
A+ A- 23:11

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფიფა-ს რეიტინგში მე-13 ადგილოსან დანიას უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად არ დამარცხდა.

ამ შეხვედრის მსვლელობასა და სცენარს ბევრი მიზეზი ჰქონდა, რომლებზეც ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს.

დანიასთან მატჩმა ბევრი რამ დაგვანახა, უბრალოდ მთავარია როგორ შევხედავთ ამ ყველაფერს და რა დასკვნებს გამოვიტანთ...

როდესაც საქმე საქართველოს ნაკრებსა და მის პრობლემებს ეხება, აქ უკვე ყველანაირ სტატისტიკასა და ანალიზს აზრი ეკარგება. რატომ? იმიტომ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდს აქვს 2 მუდმივი პრობლემა - ტრავმები და ფეხბურთელთა სათამაშო პრაქტიკა.

რატომ ითამაშა საქართველოს ნაკრებმა დანიასთან გამართულად და დაცვაში შეცდომები არ დაუშვია? იმიტომ, რომ მოთამაშეები რომლებიც მოედანზე იმყოფებოდნენ საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებოდნენ.

თანამედროვე ფეხბურთში 90 წუთზე მეტისთვისაც მზად უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი შესაძლებლობები ენერგიის გამოცლასთან ერთად მოიკლებს.

რატომ ვერ ვითამაშეთ შეტევაში აგრესიულად და რატომ ვერ შევქმენით ვერცერთი რეალური მომენტი? ამ თემაზე პასუხის გაცემა მოკლედ არ გამოვა და შევეცდებით ამომწურავად გიპასუხოთ.

პრობლემები, რომლებსაც ლოგიკური შედეგები მოჰყვა

ვინც მატჩს უყურა თვალში აუცილებლად მოხვდებოდა ერთი რამ - ჩვენი ნაკრები შეტევებს ძალიან რთულად იწყებდა და წინ გრძელი, უიმედო გადაცემების გაკეთება უწევდა.

მივეჩვიეთ, რომ ვაისის ფორმაციის ნაკრები შეტევებს დაცვიდან იწყებს და მოკლე გადაცემებით ბურთი მეტოქის საჯარიმომდე მიაქვს. ასე არ მოხდა დანიასთან, რადგან დაცვაში საბა კვერკველიასა და გიორგი ნავალოვსკის ნაცვლად გია გრიგალავა და ჯიმი ტაბიძე თამაშობდნენ, რომლებმაც თავიანთი საქმე იდეალურად შეასრულეს, თუმცა წინ პასის დროს უამრავი შეცდომა დაუშვეს, რასაც ბურთის დაკარგვა მოსდევდა.

ხსენებული ორი უკანახაზელი ამ ფორმაციის ნაკრებში ძირითადში არც ისე ხშირად ხვდება და საერთოდაც გამოძახებულთა სიაშიც მუდმივად არ იმყოფებიან.

გადავიდეთ ნახევარდაცვაზე. ბურთის ამოტანის უმთავრესი პრობლემა სწორედ აქაა. ერთა ლიგაზე ყველა მნიშვნელოვანი მატჩი ვაისმა კანკავა-კვეკვესკირის დუეტით დაიწყო.

ეს ორი მოთამაშე ერთმანთს იდეალურად უგებს, ამის მიზეზი კი გამოცდილებასთან და პასის კულტურასთან ერთად კლუბში ერთად ასპარეზობაა.

დანიასთან იდეალურად ითამაშა კიტეიშვილმა, რომელიც დაცვაში დიდ სამუშაოს ასრულებდა და შეტევებსაც სწრაფად იწყებდა, თუმცა პასის პრობლემა მასაც ჰქონდა. ანალოგიურ მდგომარეობაში იყო გიორგი აბურჯანიაც, რომლის პოტენციალის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება, თუმცა „აბუ“ „ტვენტეში“ ასპარეზობას ახლა იწყებს და დროთა განმავლობაში მას მეტი სათამაშო დრო მიეცემა, რის შემდეგაც თავის სათამაშო ფორმასაც დაიბრუნებს.

აბურჯანია მსგავს მარტივ სიტუაციებში პასს გაუაზრებლად აკეთებდა, რაც შეტევის ნაადრევად დასრულებით მთავრდებოდა.


 

გადავინაცვლოთ უფრო წინ. შემტევი ტრიო ყაზაიშვილი-ოქრიაშვილი-ანანიძე. მათგან სასურველ ფორმაში მხოლოდ ყაზაიშვილი იმყოფებოდა, რომელიც უდაოდ ფორმის პიკზეა.

რაც შეეხება ჯანოს, ის რუსეთში კვლავ თადარიგში რჩება ხოლმე და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობასთან ერთად, ბუნებრივია არც სასურველ ფორმაშიც იმყოფება.

ჯანოს მოედნის ცენტრიდან თამაშის გამწვავება, ნახევარდაცვასა და ქვილითაიას შორის არსებული სივრცის შევსება ევალებოდა. მწვავე გადაცემები, ბურთის კონტროლი, საჯარიმოსთან აქტიური მოქმედება - ანანიძეს მსგავსი არაფერი გაუკეთებია.

ვაისმა დანიასთან 4-4-1-1 სქემა აირჩია. გაუვალი დაცვა - ორი ურღვევი ხაზი. ქვილითაიასა და ნახევარდაცვას შორის ჯანო მოქმედებდა.

ალბათ კარგი იქნებოდა ვაისს ბოლო 20-25 წუთი ჯანოს ნაცვლად თამაშში გვილია ჩაერთო. სლოვაკი სპეციალისტი ანანიძეს ბოლომდე ენდო და გვილია მოედანზე აბურჯანიას ნაცვლად შეიყვანა.

ანანიძე მსგავს მომენტებში, რატომღაც მარტივი გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად სიტუაციას ართულებდა, რასაც ბურთის დაკარგვა მოსდევდა.


 

რაც შეეხება „ოქრის“, ის „ანორთოსისში“ ახალი გადასულია და 6 თვიანი უთამაშებლობის შემდეგ ვარჯიში სულ 1-2 თვეა რაც განაახლა და რამდენიმე შეხვედრაც ჩაატარა.

ოქრიაშვილი ფიზიკურად იდეალურად თუ არა საკმაოდ კარგად იყო მომზადებული და ეს მატჩის მსვლელობისასაც გამოჩნდა, თუმცა მას სათამაშო ფორმა ჯერ არ დაუბრუნებია.

სრულად ფორმაში მყოფ ოქრიაშვილს რაც შეუძლია და რა შეხვედრებიც აქვს ნაკრების მაისურით ჩატარებული ყველამ კარგად ვიცით...


 

ჩვენი შეტევების სიმცირის, სისუსტისა და ქვილითაიას მწვავე გადაცემებით ვერმომარაგების მიზეზი სწორედ ეს იყო - შემტევთაგან ფორმაში მხოლოდ ყაზაიშვილი იმყოფებოდა, ანანიძემ და აბურჯანიამ კი თავიანთი პოტენციალი ვერ გამოავლინეს, ოქრიაშვილი ძირითადად მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძეს ეხმარებოდა.

ვლადიმირ ვაისმა მთელი ერთა ლიგის ჯგფური ეტაპი ჩაკვეტაძეზე ააგო, რომელიც მისი დასრულების შემდეგ ტრავმირებულია და მწვრთნელი ახალი სქემის შემუშავებას ცდილობს.

ირონიულია და სამწუხაროა, რომ დღემდე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეკრებას ვერ ახერხებს და პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი 3, 4 და 5 მოთამაშე გვაკლდება...

ბოლო 2 შეხვედრაში მიუხედავად ბევრი ტრავმირებულისა, ვაისს საკმაოდ ბევრი და კარგ ფორმაში მყოფი მოთამაშე ჰყავდა, შედეგად სამხრეთ კორეასთან და დანიასთან ღირსეულად ვითამაშეთ და დამსახურებული შედეგებიც დავაფიქსირეთ.

ამ მატჩებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამხელა ყურადღებას უთმობს ვაისი დაცვაში თამაშს. შეტევაში ფლანგებზე მოქმედი ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი 90 წუთის განმავლობაში განაპირა მცელებს ეხმარებოდნენ და მათ ფუნქციებსაც ირგებდნენ.

ვაკოსა და „ოქრის“ პოზიციები მეტოქის შეტევებისას

ძირითადში გიორგი მერებაშვილის გამოჩენისას ქომაგთა დიდი ნაწილი ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამს ხოლმე. რატომ ენდობა მას მწვრთნელი? პასუხი დანიასთან მატჩია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი სლოვაკი მწვრთნელი შემტევი მოთამაშეების დაცვაში მოქმედებას დიდ ყურადღებას უთმობს. ამ მხრივ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს მერებაშვილი, რომელიც მუდამ კარგ ფიზიკურ კონდიციებშია და შეტევებისას საჭირო დროს, საჭირო ადგილასაც იმყოფება ხოლმე.


 

უკვე გასაგებია, რატომაც არ ათამაშა ვაისმა დანიასთან ხვიჩა კვარაცხელია და საბა ლობჟანიძე. მოედანზე დასვენებული შემტევების შეშვება კარგია, მაგრამ ყველა ფორვარდს დაცვითი ფუნქციების წარმატებით შესრულება არ შეუძლია.

სწორედ ამიტომ არ იყენებს ვაისი მარჯვენა გარემარბად პაპუნაშვილსაც. გიორგი არაბიძის უთამაშებლობის მიზეზი ბევრია და სულ სხვა გახლავთ, მაგრამ ერთ-ერთი სწორედ ეს არის - არაბიძე თავდაცვით სამუშაოს მოედანზე ძალიან იშვიათად ასრულებს.

რა დაგვანახა დანიასთან მატჩმა

სკანდინავიელებთან დაპირისპირების შემდეგ დავინახეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთისთვის ფეხის აწყობა შეგვიძლია და წარმოუდგენელი საერთოდაც არ არის.

კიდევ დავინახეთ, რომ გვყოლია ძალიან შრომისმოყვარე და ტაქტიკურად სწორად განსწავლული ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია. საუბარი ოთარ კიტეიშვილზეა.


 

ნიჭიერი მოთამაშეები მრავლად გვყავს, მწვრთნელიც საკმაოდ კვალიფიციური და მაღალი დონისაა, მთავარია გუნდმა მას მოუსმინოს და გამოძახებულ მოთამაშეებს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. შესაბამისი ფიზმომზადების გარეშე დღეს ფეხბურთში წარმატებაზე ფიქრი არარეალურია.

იმედი დავიტოვოთ, რომ ერთ შეხვედრას მაინც ვიხილავთ ისეთს, როდესაც მოედანზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო ვერსია წარსდგება და კონკრეტულ მატჩს საკადრო პრობლემების გარეშე ჩავატარებთ.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

ფოტო - GFF

2011 წელს მადრიდის „ატლეტიკო“ თავიდან დაიბადა - გუნდი სრულად გარდაიქმნა. საშუალოზე მაღალი დონის, გახსნილი ფეხბურთის მოთამაშე და სუსტი დაცვ...

ფილიპ კოკუ „პსვ“-ს ყოფილ დამრიგებელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 79 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თავდაპირველად იგი ჰოლანდიური გრა...

სერია A-ს წლევანდელ სეზონში ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი კონკურენტი „ნაპოლია“ და შაბათს გამართულ შეხვედრას საფეხბურთო სამყარო ...

„თუ მეტყვი, რომ შენ გიყვარს ფეხბურთი, და შენ არ გიყვარს „ბარსელონა“, ესეიგი შენ პრობლემა გაქვს“. ეს სიტყვები ტიერი ანრის ეკუთვ...

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში უმთავრესი მოვლენაა, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი და ათასობით ფეხბურთელი, თუ მწვრთნელი მოუთმენლად ელის. მუნდიალების ...

ფეხბურთელებს ეგრეთწოდებული „დაივების“ შესრულება ახასიათებთ ხოლმე, რაც ქომაგების მხრიდან მოწონებას ნამდვილად არ იმსახურებს. არსებობენ ამ სა...

არგენტინის ნაკრებმა მორიგი უსახური ტურნირი ჩაატარა და გუნდის შთაბეჭდილება კვლავ ვერ დატოვა. „ალბისელესტეს“ ფეხბურთის ფედერაციიდან დაწყებულ...

ბობ კრავიცი The Athletic-ის ჟურნალისტია, რომელიც სპორტს 36 წელია აშუქებს. კრავიცს რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული და Sports Illustrated-ში, Indianapol...

რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერისა და გუნდში მიყვანილი ვარსკვლავების შემდეგ ზინედინ ზიდანს დიდი არჩევანი აქვს და "რეალი" მომავალ სეზონში ტაქტიკურად გაცილ...

თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა ერთწლიანი მკურნალობა წარმატებით დაასრულა. საწყის სტადიაზე აღმოჩენილი მძიმე სენისგან სპორტსმე...

თბილისის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიამ ახალი მოედანი გახსნა. დღესვე, აკადემიას მიენიჭა ლეგენდარული დავით ყიფიანის სახელი. ახალი მოედა...

ერთ-ერთმა გამორჩეულმა პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ "სეტუბალის" ქართველ მეკარე გიორგი მაკარიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ჟურნალის ხვალინდე...

ბელგიური ''გენტის'' სარეზერვო გუნდში გიორგი ქვილითაიამ ''ბეერსხოტთან'' მატჩში 30-წუთიან მონაკვეთში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ''გენტ...

საფეხბურთო კლუბი ფოთის ''კოლხეთი'' განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით ფოთის საზღვაო ნავსადგურმა კლუბს დაფინანსებთასთან დაკავშირებით უარყოფითი პასუ...

გუშინ პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა "ოქროს ბურთის", მეკარეებს შორის - იაშინის ჯილდოსა და ახალგაზრდებს შორის - Kopa Trophy-ის 2019 ...

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა უკრაინასთან და ამით შეკრება დაასრულა. ჩვენმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობ...

კრიშტიანუ რონალდუს განცხადებით, ასაკი მხოლოდ ციფრებია და აუცილებელი ჭეშმარიტებაა არაა, კარიერა 35 წელს მიახლოებულმა დაასრულო. რონალდუ ამის შესახებ რეპ...

ტიაგო მოტამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ იტალიურ „ჯენოასთან“ შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს საათებში კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკა...

შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გიორგი ხარაიშვილის ''გიოტებორგი'' საკუთარ კედლებში ''იურგორდენთან'' 0:1 დამარცხდა. გიბრალტართან გატანილი გოლის შემდეგ ...

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკლავი, ნეიმარი დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში მასსა და პარიზული გრანდის ქომაგებს შორის ურთიერთობა გამოსწ...

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, პატრის ევრამ „არსენალი“ გააკრიტიკა. ფრანგ უკანახაზელს მიაჩნია, რომ ბოლო 10 წლის განმავ...

პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა "ოქროს ბურთის", მეკარეებს შორის - იაშინის ჯილდოსა და ახალგაზრდებს შორის - Kopa Trophy-ის 2019 წლის ნ...

SkySports-მა ჩემპიონთა ლიგის 2009-10 წლები სეზონის ტურინის ''იუვენტუსისა'' და ჰაიფას ''მაქაბის'' დაპირისპირება გაიხსენა, ლადო დვალიშვილი ახლო მანძილიდ...

მექსიკის უმაღლეს დივიზიონში „სან ლუისსა“ და „კერეტაროს“ შორის გამართული მატჩი მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკ...

ბრიტანული გამოცემა, The Express იტყობინება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტიმო ვერნერის ტრანსფერს უმიზნებს. „წითელ ეშმაკებს“ შეტევ...

შაბათს „რეალმა“ ლა ლიგის წლევანდელ სეზონში პირველი მარცხი იწვნია. „სამეფო კლუბმა" „მალიორკას“ წინააღმდეგობა ვერ დასძლია....

„რეალისა“ და „ტოტენჰემის“ ექს-ფეხბურთელი, რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰარი მაგუაიერს აკრიტიკებს. ჰოლანდიელი ნახევარმცველი დარწმუნებუ...

რეკომენდებული სიახლეები
თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა ერთწლიანი მკურნალობა წარმატებით დაასრულა. საწყის სტადიაზე აღმოჩენილი მძიმე სენისგან სპორტსმე...
22.10.2019
რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში ...
22.10.2019
შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გიორგი ხარაიშვილის ''გიოტებორგი'' საკუთარ კედლებში ''იურგორდენთან'' 0:1 დამარცხდა. გიბრალტართან გატანილი გოლის შემდეგ ...
22.10.2019
ბელგიური ''გენტის'' სარეზერვო გუნდში გიორგი ქვილითაიამ ''ბეერსხოტთან'' მატჩში 30-წუთიან მონაკვეთში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ''გენტ...
22.10.2019
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა.  მაროკოს ქალაქ მარაქეშში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრ...
22.10.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
22.10.2019
საფეხბურთო კლუბი ფოთის ''კოლხეთი'' განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით ფოთის საზღვაო ნავსადგურმა კლუბს დაფინანსებთასთან დაკავშირებით უარყოფითი პასუ...
22.10.2019
ძალოსნობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 153 კგ. დაძლია და ბრინჯა...
22.10.2019
თბილისის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიამ ახალი მოედანი გახსნა. დღესვე, აკადემიას მიენიჭა ლეგენდარული დავით ყიფიანის სახელი. ახალი მოედა...
22.10.2019
ერთ-ერთმა გამორჩეულმა პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ "სეტუბალის" ქართველ მეკარე გიორგი მაკარიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ჟურნალის ხვალინდე...
22.10.2019
გუშინ პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა "ოქროს ბურთის", მეკარეებს შორის - იაშინის ჯილდოსა და ახალგაზრდებს შორის - Kopa Trophy-ის 2019 ...
22.10.2019
უკანასკნელი სიახლეები