მსოფლიო ჩემპიონატი - ლუის სკოლას ბენეფისი! არგენტინა ფინალშია!
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ლუის სკოლას ბენეფისი! არგენტინა ფინალშია!

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებს არგენტინა დაუპირისპირდება. ლუის სკოლამ და კომპანიამ მორიგი სენსაცია გამოაცხვეს და ამჯერად საფრანგეთს სძლიეს.

„ალბისელესტე“ მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა, ყველა მეოთხედი მოიგო და საბოლოოდ 80-66 იმარჯვა.

არგენტინის ნაკრების წარმატების მთავარი შემოქმედი ზემოთ ხსენებული ლუის სკოლა გახლდათ. 39 წლის კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო და აქტივში 28 ქულა, 13 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. სკოლას გარდა 12 ქულით ფაკუნდო კამპაცო გამოირჩა, ხოლო გაბრიელ დეკმა გუნდს 13 ქულა შესძინა.

საფრანგეთის ლიდერმა  ევან ფურნიემ 16 ქულა გაიფორმა, თუმცა ამ უკნასკნელმა 17-დან მხოლოდ 6 ბურთი მოათავსა კალათში. ფრანკ ნტილიკინამ ასევე 16 ქულა დააგროვა. ნანდო დე კოლო 11 ქულას დასჯერდა. რუდი გობერმა კი მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო.

ამრიგად არგენტინის ნაკრები ფინალში გავიდა და ოქროს მედლებისთვის ესპანეთს შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები