ტორესმა მისი ბავშვობის ოცნების შესახებ ისაუბრა....
Aa
Aa

ტორესმა მისი ბავშვობის ოცნების შესახებ ისაუბრა....

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი "ჩემპიონთა ლიგის" მოახლოებულს ფინალს გამოეხმაურა და მას, მისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი უწოდა.

"როდესაც "ატლეტიკოში" ვბრუნდებოდი, ძალიან ბევრი ეჭვობდა, გამოვადგებოდი თუ არა დიეგო სიმეონეს გუნდს. თუმცა საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი და ფორმის აღსადგენად თავდაუზოგავად ვშრომობდი. მჯეროდა, რომ "ატლეტიკოს" წინ უდიდესი წარმატებები ელოდა და ძალიან მინდოდა, მისი ნაწილი ვყოფილიყავი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალი ჩემი საფეხბურთო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. მე "ატლეტიკოში" გავიზარდე და ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან მინდა, რომ 28 მაისს "როხიბლანკოსთან" ერთად "ჩემპიონთა ლიგა" მოვიგო და ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულო" - განაცხადა ფერნანდო ტორესმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები