არველაძემ შესაძლოა კუპერი შეცვალოს
Aa
Aa

არველაძემ შესაძლოა კუპერი შეცვალოს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ, რომელიც ამჟამად ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელია, შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა უზბეკეთის ეროვნულ გუნდში გააგრძელოს.

უზბეკური Upl.uz-ის ცნობით უზბეკეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი შესაძლოა არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა დატოვოს, რომლის შესაძლო შემცვლელთა შორის ორი კანდიდატი ფიგურირებს. ესენი არიან ''ბუნიოდკორის'' მთავარი მწვრთნელი ვადიმ აბრამოვი და 46 წლის შოთა არველაძე, რომელიც 2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ტაშკენტის ''ფახთაქორს'' ხელმძღვანელობს.

2020 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში უზბეკეთი პალესტინასთან სტუმრად დამარცხდა (0:2). უზბეკეთის ნაკრები შემდეგ შეხვედრას საკუთარ კედლებში 10 ოქტომბერს იემენთან გამართავს. D ჯგუფში ასევე ასპარეზობენ სინგაპური და საუდის არაბეთი. პირველადგილოსანი მუნდიალზე მოხვდება, ხოლო მეორეადგილოსანი ფლეი-ოფში ითამაშებს.

კუპერს უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, არგენტინელის წლიური ხელფასი 2 მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება ტაშკენტის ''ფახთაქორს,'' შოთა არველაძის გუნდი ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და ტიტულის მოპოვების უმთავრესი კანდიდატია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები