გრიგალაშვილი ახალკაცის წინააღმდეგ! - ქართული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

გრიგალაშვილი ახალკაცის წინააღმდეგ! - ქართული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე

ფინეთში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, 81 კგ.-მდე წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგება - ტატო გრიგალაშვილი ვლადიმერ ახალკაცს შეხვდება.

ორივე ქართველმა ნახევარფინალური დაპირისპირება იპონით მოიგო. გრიგალაშვილმა ლატვიელ ალექსეი ზარუდნევს აჯობა, ახალკაცმა კი სლოვაკი ალექს ბარტო დაამარცხა.

ქალთა შორის მედლის მოპოვების შანსი აქვს, 70 კგ.-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე, მარიამ ჭანტურიას, რომელმაც ნახევარფინალურ ეტაპზე წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის, ჰოლანდიელ სიია კოკთან, იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ჩვენს გუნდს უმაღლესი სინჯის მედლები გიორგი თუთაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანეს. ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ოქრო დაისაკუთრა.

ცხელი ამბები