რუსეთში მატჩის საუკეთესო მოთამაშეს AK-47 გადასცეს
Aa
Aa

რუსეთში მატჩის საუკეთესო მოთამაშეს AK-47 გადასცეს

რუსული ჰოკეის კლუბის, ''იჟსტალის'' მეკარეს, საველი კონონოვს უცნაური პრიზი გადასცეს. VHL-ის შეხვედრაში ''ჩელმეტთან'' მოგებულ მატჩში კონონოვმა 38 დარტყმიდან 36 მოიგერია. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ მეკარეს AK-47 (კალაშნიკოვი) გადასცეს.

''ცუდად რომ გვეთამაშა, გვესროდნენ'' - იხუმრეს ''იჟსტალის'' მოთამაშეებმა.

''იჟსტალი'' რუსეთის რანგით მეორე ლიგაში, VHL-ში ასპარეზობს, თუმცა აღნიშნულ ტურნირში 27 რუსული კლუბის გარდა 3 ყაზახური, 3 ჩინური და 1 უზბეკური კლუბი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი რეალურად საერთაშორისოა, VHL-ს რუსეთის ჩემპიონატად მოიხსენიებენ.

ცხელი ამბები