ტოჩინოშინს მოგებამდე წამის მეათედი დააკლდა! - ქართველის სამწუხარო მარცხი
Aa
Aa

ტოჩინოშინს მოგებამდე წამის მეათედი დააკლდა! - ქართველის სამწუხარო მარცხი

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე "აკი ბაშოზე" ლევან გორგაძემ რიგით მე-6 ორთაბრძოლა გამართა და მე-4 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა. ქართველი რიკიში მონღოლ მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში 16:7-ს უგებდა.

 დღევანდელი ორთაბრძოლა დაიეიშოს უპირატესობით დაიწყო, მან ლევანს უკან დახევა აიძულა და დოჰიოდან გადაიყვანა. მართალია, მსაჯების პირველადი გადაწყვეტილებით, გამარჯვება "ტოჩის" უნდა დარჩენოდა, მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ დოჰიოს მიღმა ფეხი პირველად ლევანმა დააბიჯა, ამიტომ მოგება მონღოლს სამართლიანად მიაკუთვნეს.

 

გორგაძემ საქმე საგრძნობლად გაირთულა, რადგან ბალანსი 2:4-ზე გაუხდა და დარჩენილი 9-დან 6 ორთაბრძოლის მოგება აუცილებლად სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ოძეკის სტატუსს კიდევ ერთხელ დაკარგავს.

ტოჩინოშინი "აკი ბაშოს" მე-7 დღეს დაიეიშოს შეერკინება, რომელიც წოდებით მე-3 მაეგაშირაა და ქართველთან ურთიერთშეხვედრებს 2:5-ს აგებს.

ცხელი ამბები