უპრეცედენტო მოვლენა! პორნო სტუდია
Aa
Aa

უპრეცედენტო მოვლენა! პორნო სტუდია "მაიამი ჰიტის" სპონსორობას გეგმავს

ამერიკაში პორნო ინდუსტრია ყვავის. სფერო, რომელსაც ერთ დროს ტაბუ ედო, ახალი დაბრკოლებების გადალახვას ლამობს. ამჯერად საქმე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას ეხება.

Yahoo Sport-ის ინფორმაციით ერთ-ერთ პორნო სტუდიას სურს "მაიამი ჰიტის" საშინაო არენა მის სახელს ატარებდეს და მიზნის მისაღწევად მზადაა 10 მილიონი დოლარი გაიღოს.

როგორც მოგეხსენებათ ფლორიდელთა სტადიონს რამდენიმე წელია American Airlines Arena ჰქვია. American Airlines -ს "მაიამისთან" კონტრაქტი 2019 წლის ბოლოს ეწურება და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გეგმავენ. შესაბამისად „ჰიტი“ ახალ პარტნიორს ეძებს, რომელიც სტადიონის სახელწოდების უფლებებს შეისყიდის.

BangBros საქმეში სწორედ ამ დროს ჩაერთო. პორნო სტუდიამ „მაიამის“ ოფიციალური წინადადებით მიმართა და 10 მილიონი დოლარი შესთავაზა.

Yahoo Sport-ის მიხედვით პორნო სტუდიას სტადიონის სახელიც აქვს შერჩეული - Bang Bros Center- შემოკლებით - BBC არენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები