Aa
Aa

ფლორენტინო პერესს "რეალის" NBA-ში ხილვა სურს

„სამეფო კლუბის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს სურს „რეალის“ საკალათბურთო გუნდი NBA-ში იხილოს. „ბლანკოსის“ პირველი პირის ოცნებაა მისმა გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში იასპარეზოს.

„კალათბურთში ბევრი უმნიშვნელო შეხვედრის ჩატარება გიწევს, ამიტომ უკეთესია ნაკლები მატჩი ჩაატარო, მაგრამ ძლიერ კონკურენტებს დაუპირისპირდე“.

„ჩვენ ევროპული ლიგის ვარიანტი აქტიურად განვიხილეთ და პირადად ჩემი ოცნებაა რეალი NBA-ში ვიხილო. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებს შევთავაზე, რომ ჩვენმა გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში იასპარეზოს, თუმცა პასუხად მივიღე, რომ ეს შორეული პერსპექტივაა“.

პერესს ალტერნატიული ვარიანტიც აქვს. „რეალის“ პრეზიდენტს ევროპული კონფერენციის შექმნა სურს, რომელიც NBA-ის ნაწილი იქნება, მაგრამ თავადვე აცხადებს, რომ ესპანური კლუბები ამ იდეით დაინტერესებულები არ არიან, თუმცა დასძენს, რომ იგივეს ბერძნულ და თურქულ გუნდებზე ნამდვილად ვერ იტყვის.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლები გაფართოების იდეას ემხრობიან, უბრალოდ ისინი ევროპულ კლუბებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ და აქცენტს მექსიკაზე აკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები