Aa
Aa

მოურინიო "ბარსელონაში"? ეტოო ამ იდეას ემხრობა!

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტოომ „რეალის“ ექს-თავკაცის, ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.

38 წლის ფორვარდი პორტუგალიელ სპეციალისტთან „ჩელსიში“ და „ინტერში“ მუშაობდა და მას დიდ პატივს სცემს, რაც ბოლო ინტერვიუში კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„დავიღალე იმის მტკიცებით, რომ საფეხბურთო სამყაროში მოურინიო ერთ-ერთი საუკეთესო პიროვნებაა. როცა კარიერა დავასრულე ჟოზე პირველი იყო, ვინც მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა“.

„კარგი იქნებოდა მოურინიო ბარსელონაში რომ დაბრუნებულიყო. მას მალიორკას მთავარი მწვრთნელის პოსტსაც სიამოვნებით შევთავაზებდი. იგი მალიორკაში თავს ძალიან კარგად იგრძნობდა, ეს ქალაქი ხომ ესპანეთში საუკეთესოა. თუმცა ბარსაში დაბრუნებული მოურინიოს ხილვა უფრო მეტად მსურს“.

შეგახსენებთ, რომ ეტოო დიდი სპორტიდან რამდენიმე დღის წინ წავიდა. კამერუნელი ბოლოს „ყატარის“ ღირსებას იცავდა. კარიერის საუკეთესო წლები კი „ბარსელონაში“ და „ინტერში“ გაატარა.

„ბლაუგრანასთან“ და „ნერაძურისთან ერთად ეტოომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ესპანეთის ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა, ერთხელ კი იტალიის სერია ა-ს გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები