მსოფლიო ჩემპიონატი - ამერიკა სერბეთმაც დაამარცხა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ამერიკა სერბეთმაც დაამარცხა

წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკის ნაკრებისთვის ნამდვილ იმედგაცრუებად იქცა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ჯერ საფრანგეთთან წააგო, შემდეგ კი სერბეთის წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხა და საუკეთესო შედეგი რაც შეუძლია, რომ დააფიქსიროს მეშვიდე ადგილია.

როგორც მოსალოდნელი იყო საშა ჯორჯევიჩის გუნდმა მაღალ დონეზე იასპარეზა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სერბებმა პირველი მეოთხედი ფენომენალურად ჩაატარეს და 32-7 მოიგეს. მეორე ათწუთეულში ამერიკამ სხვაობა შეამცირა და დიდ შესვენებაზე სერბეთი 4 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა.

ნიკოლა იოკიჩმა და კომპანიამ მეორე ნახევარიც ჩინებულად იასპარეზეს.  მათ პოპოვიჩის გუნდს წინ გასვლის საშუალება არ მისცეს და საბოლოოდ 94-89 იმარჯვეს.

სერბეთს 28 ქულით ბოგდან ბოგდანოვიჩმა ულიდერა. ვლადიმირ ლუჩიჩი 15 ქულით გამოირჩა. ნიკოლა იოკიჩი 9 ქულას დასჯერდა. ბობან მარიანოვიჩმა კი აქტივში 8 ქულა ჩაიწერა.

აშშ-ის რიგებში საუკეთესო 22 ქულით ჰარისონ ბარნსი გახლდათ. კემბა უოკერმა 18 ქულა ჩააგდო. კრის მიდლტონმა კი შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები