ჰანსოკუ-მაკე: უცნაური მარცხი - ტოჩინოშინმა მოიგო, მაგრამ წესი დაარღვია
Aa
Aa

ჰანსოკუ-მაკე: უცნაური მარცხი - ტოჩინოშინმა მოიგო, მაგრამ წესი დაარღვია

ტოკიოში მიმდინარე „აკი ბაშოზე“ მე-4 დღის ბრძოლები შედგა. დოჰიოზე ლევან გორგაძე კომოსუბი აბის დაუპირისპირდა და უცნაური მარცხი იწვნია.

ბრძოლა ცუპარებით დაიწყო, ლევანი კარგად დადგა, ოდნავე გვერდით გაიწია და აბი დაიქნია, იაპონელი დოჰიოს მიღმა დაეცა და თითქოს გამარჯვებაც ტოჩინოშინს დარჩა, თუმცა დოჰიოზე შიმპანები ავიდნენ ავიდნენ...

განხილვის შემდეგ მოგება აბის ჩაეთვალა და ამის მიზეზი გდების დროს თმაზე ხელის შეხება გახდა.

წესების მიხედვით ბრძოლის დროს მეტოქის თმაზე ხელის შეხება არ შეიძლება და ლევან გორგაძეს მარცხიც სწორედ ამიტომ ჩაეთვალა.

 

დღევანდელ ბრძოლამდე ტოჩინოშინი აბის სულ 5-ჯერ შეხვდა და 3-ჯერ გამარჯვება ქართველს დარჩა. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა 2 გამარჯვება ბოლო ორთაბრძოლების დროს მოიპოვა.

მე-5 დღეს ქართველი ოძეკის მეტოქე მე-3 მაეგაშირა ტომოკაზე იქნება, რომელსაც ამ მომენტისთვის ბალანსი 2-2-თან აქვს.

აღსანიშნავია, რომ ლევანი ტომოკაზეს აქამდე არასდროს შეხვედრია და საინტერესოა როგორ წარიმართება მათი პირველი ბრძოლა.

31 წლის ქართველი რიკიში მარჯვენა მუხლის ტრავმით ასპარეზობს და ფეხს ძალას ბოლომდე ვერ ატანს, რაც ბრძოლების დროს ადვილად შეიმჩნევა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა „აკი ბაშოზე“ 8 ბრძოლა აუცილებლად უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის წოდებას დაკარგავს და მომდევნო ბაშოზე მის დასაბრუნებლად 10 გამარჯვების მოპოვება მოუწევს.

ცხელი ამბები