კუბის ნაკრებიდან ხუთი ფეხბურთელი გაიქცა
Aa
Aa

კუბის ნაკრებიდან ხუთი ფეხბურთელი გაიქცა

კონკაკაფის ერთა ლიგის A ჯგუფში კანადამ ტორონტოში კუბა 6:0 გაანადგურა. Elnuevoherald-ის ცნობით მატჩის დასრულების შემდეგ კუბელთა დელეგაციაში ეროვნული ნაკრების ხუთი ფეხბურთელი არ იმყოფებოდა. აღნიშნული წყაროს ცნობით მოთამაშეები კუბაში დაბრუნებას არ აპირებენ და საცხოვრებელი ადგილის გამოცვლას გეგმავენ.

ეს ფეხბურთელები არიან 23 წლის ალეხანდრო პორტალი, 25 წლის ენდი ბაკერო და 25 წლის ხორდან სანტა კრუზი.მათ კანადის წინააღმდეგ ითამაშეს და შეხვედრის დასრულების შემდეგ გაუჩინარდნენ, ხოლო დავიდ ურგელესმა და ორლენდიზ ბენიტესმა ეროვნული ნაკრები კანადაში ჩაფრენის შემდეგ მატჩის დაწყებამდე დატოვეს. ასე რომ კუბის ნაკრები ხუთმა მოთამაშემ საკუთარი სურვილით მწვრთნელის ნებართვის გარეშე დატოვა.

კუბელ ფეხბურთელთა პირველი გაქცევა 2002 წელს ფიქსირდება, როცა ლოს-ანჯელესში ყოფნისას ეროვნული ნაკრები რეი ანხელ მარტინესმა და ალბერტო დელგადომ დატოვეს. მას შემდეგ კუბელ ფეხბურთელთა მხრიდან სამშობლოს დატოვების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

ბოლო 17 წლიწადში კუბის ნაკრებიდან 44 ფეხბურთელი გაიქცა, ისინი სამშობლოში აღარ დაბრუნდნენ და საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს.

კონკაკაფის ერთა ლიგის შემდეგ შეხვედრას კუბის ეროვნული ნაკრები ჯორჯ თაუნში კანადის წინააღმდეგ გამართავს და რევანშის აღებას ეცდება. მატჩი 11 სექტემბერს შედგება.

ფოტოზე: მატჩის შემდეგ გაუჩინარებული ენდი ბაკერო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები