Aa
Aa

ინფანტინო "თეთრ სახლში" ტრამპს შეხვდა

ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ოფიციალური შეხვედრა გამართა და მასთან ორ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. აშშ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია, მეორე თემა კი ფეხბურთში ქალთათვის პირობების გაუმჯობესებასა და ბოლო დროს აქტუალურ ფინანსური პარიტეტის თემას შეეხებოდა.

აღვნიშნოთ, რომ მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ფიფა-სგან საპრიზო თანხად 38 მილიონი ევრო მიიღო, მაშინ როცა, ქალთა მუნდიალის გამარჯვებულს მხოლოდ 4 მილიონი ევრო ერგო.

წელს გამართული ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი უპრეცედენტოდ მასშტაბური გახლდათ. ტურნირი უამრავ ქვეყანაში გაშუქდა და მილიონობით მაყურებლის ყურადღება მიიპყრო.

ტრამპი და ინფანტინო ერთმანეთს „თეთრ სახლში“ შეხვდნენ, ამერიკის პრეზიდენტმა ფიფა-ს მმართველთან იხუმრა, რომ უფლებამოსილებას კიდევ 2 წლით გაიზრდიდა, რათა მუნდიალის დროს კვლავ ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდეს.

დონალდ ტრამპი ამჟამად აქტიურ საარჩევნო კამპანიას მართავს და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. იგი ამ მომენტისათვის პოსტის დაკავების პრაქტიკულად ერთადერთი რეალური კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა ერთობლივად უმასპინძლებენ. ეს ტურნირი პირველი იქნება, რომლის ფინალურ ეტაპზეც 48 ნაკრები ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები