"ეს უდიდესი შრომისა და თავგანწირვის შედეგია" - პაატა გურასპაულის მიმართვა

სიახლე 10.09.2019
A+ A- 01:35

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, მისი პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის, სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელიც ვეტერან კალათბურთელებსა და მათ მიმართ განსახორციელებელ ღონისძიებებს შეეხებოდა. გთავაზობთ გურასპაულის წერილს:

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თავისი დაარსების დღიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს ვეტერან კალათბურთელებზე ზრუნვას და მათ მიერ ეროვნულ ნაკრებსა თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე ქვეყნისა და კალათბურთის პოპულარიზაციისათვის გაწეული დიდი შრომის ღირსეულ დაფასებას. ფედერაციის სტრუქტურებში შექმნილია სპეციალური ვეტერანთა დახმარების ფონდი. ვეტერანი კალათბურთელები მათი სურვილიდან გამომდინარე იღებენ მონაწილეობას ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ჩვენი საერთო მიზანია, მათ მიერ ქვეყნისათვის გაწეული სამსახურის მომავალი თაობებისათვის მართებულად მიწოდება, რამეთუ ისინი აღიზარდონ იმ ფასეულობების ერთგულ ადამიანებად, რაც დაამკვიდრეს და არაერთხელ დაანახეს ჩვენმა კალათბურთელებმა საერთაშორისო თუ საქართველოს საზოგადოებას.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაამთავრეს თამაში ქართული კალათბურთის ოქროს თაობის ბიჭებმა.

მათი და ფედერაციის თანამშრომლების უდიდესი შრომისა და თავგანწირვის შედეგია ის, რომ ქართული კალათბურთი უკვე ზედიზედ მეხუთედ არის წარმოდგენილი ჩვენი კონტინენტის უმთავრეს ღონისძიებაზე, ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მოიპოვა უფლება, უმასპინძლოს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს თბილისში. ტარდება მრავალი საერთაშორისო ტურნირი და ქართული კალათბურთი გახდა ანგარიშგასაწევი ძალა როგორც საერთაშორისო ჩემპიონატებზე, ასევე FIBA-ს სტრუქტურებში. ეს ჩვენი საერთო წარმატებაა!

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ დაასრულა მოთამაშის საკალათბურთო კარიერა, რაც ერთმნიშვნელოვნად გულდასაწყვეტი ინფორმაციაა ქართული სპორტის ქომაგებისა და მთელი საზოგადოებისთვის. ზაზა წლების განმავლობაში იყო იმ ფორმაციის ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ამდენი სიხარული და წარმატება მოუტანა ქართულ კალათბურთსა და ქართველ ხალხს.

ფასდაუდებელია მისი, ვიქტორ სანიკიძის, მანუჩარ მარკოიშვილისა და სხვათა ღვაწლი (სამწუხაროდ მათაც დაუდგათ აქტიურ კალათბურთთან განშორების დრო) ჩვენი ქვეყნისა და სპორტული სამყაროს წინაშე. სწორედ მათ მაგალითზე, თავდადებულ შრომისმოყვარეობაზე, ქვეყნის სიყვარულსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გეგმავს და განახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რათა მთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახოს მათ მიერ განვლილი სპორტული გზა.დავაფასოთ და მომავალ თაობებს დავანახოთ, თუ რამხელა შრომისა და თავდადების ხარჯზე არის შესაძლებელი წარმატებების მიღწევა, რომ მხოლოდ თავიანთი პირადი სურვილების მეორე პლანზე გადაწევით, თავმდაბლობითა და სამშობლოს დიდი სიყვარულით არის შესაძლებელი მაღალი მწვერვალების დაპყრობა და ხალხის სიყვარულის მოპოვება!

ჩვენო ზაზა, ჩვენთვის დიდი პატივია შენი ღვაწლის დაფასება ქართული კალათბურთის წინაშე და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სათანადო ღონისძიებების მოწყობა, რომლის ფორმატისა და თარიღების შესახებ უახლოეს მომავალში ყველა ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ და ვაცნობოთ საზოგადოებას.

დიდი მადლობა ზაზა! დიდი მადლობა ბიჭებო!"

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსის“ წარმატებული სვლა სოლტ ლეიკ სიტიში შეწყდა, სადაც მაკმილანის გუნდი „იუტა ჯაზთან“ განადგურდა. დო...

ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა. ქართველ ცენტრს აღნიშნული წოდება სეზონში უკვე მეოთხედ მიანიჭეს. შერმა...

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. ნეით მაკმილანის ბიჭებმა ამჯერად „დენვერ ნაგეთსი“ დაამარცხეს და ზე...

ქართველი კალათბურთელის დუდა სანაძის ''ოლივეირენშემ'' პორტუგალიის ლიგის თასი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ''ოლივეირენშემ'' ლისაბონის ''ბენფიკა'' 83:81 დაა...

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ''ბასკონიამ'' სტუმრად მადრიდის ''რეალი'' 95:94 დაა...

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომლის გუნდმ...

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“, ევროლიგის მე-20 ტურში, მოსკოვის ცსკა-სთან სტუმრად 4-ქულიანი სხვაობით - 90:94 დამარცხდა. ბასკთა ქართველმა კაპ...

„ატლანტა ჰოუქსმა“ ნავსი გატეხა და 23-წლიანი პაუზის შემდეგ „სან ანტონიო სპურსი“ სტუმრად დაამარცხა. ჯორჯიელებს ტექსასელებთან მიჯ...

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მიჯრით მეოთხე მოგება გაიფორმა და „მინესოტა ტიმბერვულვზი“ ზედიზედ მეორედ დაამარცხა. ნეით მაკმი...

„ნიუ ორლეან პელიკანსმა“ „იუტა ჯაზის“ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ელვინ ჯენტრის გუნდმა „ჯაზმენები“ ოვერტა...

დეანდრე ეიტონმა „ფინიქს სანსის“ რეკორდი დაამყარა. 2018 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა დ...

„დეტროიტის“ ორი კალათბურთელისთვის „ბოსტონთან“ გამართული მატჩი განსაკუთრებული გამოდგა. სეკუ დუმბიამ „პისტონსის“ ისტ...

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო. ნეით მაკმილანის გუნდმა ამჯერად კარლ-ენტონი თაუნსის გარეშე მოასპარეზე &bdquo...

ევროლიგის მე-19 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ სანკტ-პეტერბურგში „ზენიტს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 72:66 დამარცხდა. ვიტ...

„მემფის გრიზლისის“ ახალწვეულმა, ჯა მორენტმა ისტორიული შეხვედრა ჩაატარა. 20 წლის გამთამაშებელმა „ჰიუსტონ როქეთსის“ წინააღმდეგ გ...

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ საკუთარ კედლებში მაიკლ დიქსონით გაძლიერებულ „ნიმბურკ...

„ოკლაჰომა სითის“ მოთამაშემ, შეი გილჯეს-ალექსანდერმა „მინესოტასთან“ მატჩში ისტორია დაწერა. „ტიმბერვულვზის“ წინააღმდ...

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოაციაციაში გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს. დასავლეთ კონფერენციაში NBA-მ დემარ დეროუზენი გამოარჩი...

რეკომენდებული სიახლეები
"ჰაცუ ბაშოს" მე-9 დღეს, ლევან გორგაძემ მორიგი ორთაბრძოლა გამართა და მე-3 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა. ქართველს ბალანსი 3:5-ზე ჰქონდა, მის მეტოქე...
20.01.2020
CrystalSport-ი ზამთრის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით, წარმოგიდგენთ. გავლენიანი ევროპული გამოცემების მიხედვით, უახლესი ინ...
20.01.2020
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში, რუსეთის ნაკრებთან დრამატულ ბრძოლაში 1-ბურთიანი სხვაობით წააგო. თამაში რუ...
20.01.2020
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
20.01.2020
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში, რუსეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, მიშა ბაღათურიამ...
20.01.2020
იაპონურმა გაზეთმა Japantimes-მა კოკაის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ქართველ სუმოტორს უწოდა ადამიანი, რომელიც ევროპელ მებრძოლებს დიდ სუმოში...
20.01.2020
პოლონურ მედიაში ნიკა კაჭარავას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, პოზნანის ''ლეხი'' ''ანორთოსისის'' ქართველი თავდამსხმელით დაინტერ...
20.01.2020
ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა. ქართველ ცენტრს აღნიშნული წოდება სეზონში უკვე მეოთხედ მიანიჭეს. შერმა...
20.01.2020
კიკე სეტიენმა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო შეხვედრა გამართა. ესპანელი სპეციალისტის ბიჭები „კამპ ნოუზე“ &bd...
20.01.2020
ტაისონ ფიური თვლის, რომ ენტონი ჯოშუა დეონტეი უაილდერისთვის იდეალური მეტოქე გახლავთ. ბრიტანელის აზრით უაილდერი „ეიჯეის“ მარტივად დაამარცხებ...
20.01.2020
გამოცემა El Confidencial-ის ინფორმაციით, ნეიმარს "ბარსას" ლიდერებთან აქტიური მიმოწერა აქვს და მან ყოფილ თანაგუნდელებს ამჯერად კიკე სეტიენის შესახებ ჰკ...
20.01.2020
უკანასკნელი სიახლეები