მარადონა:
Aa
Aa

მარადონა: "მესის ჯარიმების საიდუმლო? ის ერთხელ ჩემთან მოვიდა და მკითხა"...

დიეგო მარადონამ პრესასთან ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და მისი ჯარიმების შესრულების სპეციფიკაზეც გააკეთა კომენტარი. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც გაიხსენა, როცა იგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.

"როცა მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას ვწვრთნიდი, ყველა მეკარე, რომლის წინააღმდეგაც ვითამაშეთ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხდებოდა. არავინ თქვას, რომ მესის ჩემზე უკეთესად იყენებდა, იგი მაშინ 5 კაცს ატყუებდა და ეს უბრალოდ ფენომენალური იყო.

რაც შეეხება მესის ჯარიმების შესრულების სპეციფიკას, ის ძელებს ბურთს ხშირად არტყამდა, ახლა კი აცილება პრაქტიკულად აღარ შეუძლია. მოგიყვებით, ეს მარტივი ამბავია. ჩემი მწვრთნელობის პერიოდში მას ჯარიმების შესრულებისას პრობლემა ნამდვილად ჰქონდა და როცა ვარჯიშს ვასრულებდით, ლეოს მინდორზე ვტოვებდით, რათა ამაზე ემუშავა. იგი ბურთს ძელს ურტყამდა ხოლმე და მე ამაზე არაფერს ვეუბნებოდი ერთხელ კი ჩემთან მოვიდა და მკითხა, თუ როგორ შევძლებდი მე ჯარიმიდან გატანას.

ის მეუბნებოდა: "კი მაგრამ, ბურთს შუაში ვურტყამ, თუმცა ის სხვა გზით მიდის", რაზეც ვუპასუხე, რომ დამშვიდებულიყო და ყველაფერი აუცილებლად გამოუვიდოდა. დღესდღეობით ხედავთ, რომ იგი საჯარიმოს პრაქტიკულად აღარ აფუჭებს". - განაცხადა მარადონამ.

მარადონას ფორმაციის არგენტინამ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გამოსვლა სამარცხვინოდ დაასრულა და 1/4 ფინალურ ეტაპზე გერმანიასთან 0:4 დამარცხდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები