Aa
Aa

"ხიმნასია ლა პლატამ" მარადონა წარადგინა

„ხიმნასია ლა პლატამ“ გუნდის ახალი თავკაცი, დიეგო მარადონა წარადგინა. „ფეხბურთის ღმერთმა“ დარიო ორტისი შეცვალა და კლუბს საკუთარი მომავალი ერთი წლით დაუკავშირა.

მარადონამ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „ჯადოქარი არ ვარ, მაგრამ თავდაუზოგავი შრომა მიყვარს. სიტყვებით ვერ გამოვხატავ ახლა რას ვგრძნობ. როცა სტადიონზე შემოვედი, უბრალოდ ავტირდი“.

„გპირდებით, რომ არცერთ ვარჯიშს არ გამოვტოვებ. აქ ფეხბურთელებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ და თუ არ ივარჯიშებენ, სათამაშო დროს ვერ მიიღებენ“.

„ფულის გამომუშავება თავდაუზოგავი შრომით მიყვარს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ამას ვაკეთებდი“.

მარადონა რთული ამოცანის წინაშე დგას. „ელ ლობომ“ სეზონი ცუდად გახსნა და 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღო. „ხიმნასია ლა პლატა“ 24 გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილს იკავებს, თუმცა ლეგენდარული არგენტინელი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

მარადონას ხელმძღვანელობით „ხიმნასია ლა პლატა“ პირველ შეხვედრას 15 სექტემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „რასინგს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები