Aa
Aa

რამოსი კასილიასს გაუთანაბრდა და 200 სანაკრებო მატჩს უმიზნებს

„ევრო 2020“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში, ფარერების ნაკრებთან ჩატარებული მატჩით, სერხიო რამოსმა იკერ კასილიასის რეკორდი გაიმეორა.

„ფურია როხას“ კაპიტანმა ნაკრების მაისური 167-ე შეხვედრაში მოირგო, რითაც იკერის მაჩვენებელს გაუთანაბრდა და მომდევნო მატჩში საშუალება ექნება, მშობლიური გუნდის ყველა დროის რეკორდსმენი გახდეს.

რამოსმა თამაშის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი ეროვნულ გუნდში 200 შეხვედრის ჩატარებაა. თუკი 33 წლის მცველმა ეს მოახერხა, დიდი ალბათობით, მსოფლიოს მასშტაბით ახალ რეკორდს დაამყარებს. ამ მომენტისათვის, საუკეთესო მაჩვენებელი ეგვიტპელ აჰმედ ჰასანს ეკუთვნის, რომელმაც ნაკრების ღირსება 184 შეხვედრაში დაიცვა. მოქმედ ფეხბურთელთაგან რამოსზე წინ ორი 34 წლის ფეხბურთელია - ქუვეითელი ბადერ ალ-მუტავა და ომანელი აჰმედ მუბარაქი, ორივე მათგანის აქტივში 171 კეპია.

„რეალის“ კაპიტნის სანაკრებო დებიუტი 2005 წლის 26 მარტს, ჩინეთის წინააღმდეგ, 18 წლისა და 361 დღის ასაკში შედგა, რითაც ის ბოლო 50 წელში „ფურია როხას“ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები