ქვილითაია:''დანიასთან ფრე კარგი შედეგია, ირლანდიასთან გამარჯვების დროა''
Aa
Aa

ქვილითაია:''დანიასთან ფრე კარგი შედეგია, ირლანდიასთან გამარჯვების დროა''

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ''დინამო არენაზე'' დანიას შეხვდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია ქართულ მედიას ესაუბრა.

გიორგი ქვილითაია:''პირველ ტაიმში ნაკლებად აქტიურები ვიყავით, მეორე ტაიმში ქომაგი აგვყვა და უკეთ ვითამაშეთ. ვფიქრობ დანიასთან ფრედ დასრულებული მატჩი კარგი შედეგია, განსაკუთრებით კი დანიაში გამართული შეხვედრის შემდეგ. დროა ირლანდიასთან ნავსი გავტეხოთ. გულშემატკივრების დიდი იმედი მაქვს.''

ქართულ მედიას საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიაც ესაუბრა.

  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები