კიტეიშვილი:''გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა... ეს კარგი შედეგია''
Aa
Aa

კიტეიშვილი:''გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა... ეს კარგი შედეგია''

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ''დინამო არენაზე'' დანიას შეხვდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ქართულ მედიას ესაუბრა.

ოთარ კიტეიშვილი:''დანიასთან ფრედ დასრულებული მატჩი კარგი შედეგია. გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. მახარებს, რომ ასეთი მაღალი დონის გუნდთან შეხვედრაში ქულა მოვიპოვეთ.''

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები