ლონდონის
Aa
Aa

ლონდონის "არსენალმა" პირველი შენაძენი უკვე გააკეთა!

ამ წუთებში, ლონდონის "არსენალის" ოფიციალურმა საიტმა, მიუნხენგლადბახის "ბორუსიადან" გრანიტ ჯაკას შეძენის ფაქტი დაადასტურა.

ფინანსურ დეტალებზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა სხვადასხვა ინგლისურ წყაროებზე დაყრდნობით, "მეთოფეებს" 23 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველის შეძენა 43 მილიონი ევრო დაუჯდათ. ჯაკამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და და მის ახალ გუნდს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

"ლონდონის "არსენალში" გადასვლით უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან მინდოდა "პრემიერლიგაში" თამაში და ერთი სული მაქვს, თუ როდის მოვირგებ ახალი გუნდის ფორმას. "არსენალთან" ერთად ტიტულების მოსაგებად და გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებ " - განაცხადა გრანიტ ჯაკამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა "ბუნდესლიგაში" 36 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები