Aa
Aa

ღირსეული თამაში და ლოგიკური ფრე - ისტორია ''დინამო არენაზე'' განმეორდა!

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ''დინამო არენაზე'' დანიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. აღნიშნული შედეგი მოულოდნელი იყო, რადგან ფავორიტად სრულიად საფუძვლიანად დანიის ნაკრები ითვლებოდა.

2004 წელს 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და დანიის ნაკრებთა შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ისტორია განმეორდა, დანიამ საქართველოდან ამჯერადაც მხოლოდ 1 ქულა წაიღო. ის შეხვედრა ''მიხეილ მესხზე'' შედგა და გაცილებით ლამაზი ფეხბურთი ვიხილეთ, თუმცა შედეგის თვალსაზრისით დანიამ საქართველოში ამჯერადაც 1 ქულა მოიპოვა, ხოლო ორივე საშინაო მატჩი დიდი ანგარიშით გამარჯვებით დაასრულდა (5:1, 6:1).

მატჩამდე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ახალწვეულებს, ზურიკო დავითაშვილსა და ლევან შენგელიას სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში ჩამშლელი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი არ შეიყვანა, ცენტრალური მცველების წინ გიორგი აბურჯანია და ოთარ კიტეიშვილი მოქმედებდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები აქცენტრს კონტრშეტევებზე აკეთებდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელები საკუთარ ნახევარზე ართმევაზე კარგად თამაშის შემდეგ მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადასვლას ვერ ახერხებდნენ. ამავდროულად დანიელი მცველები საკუთარ ნახევარზე სწრაფად იხევდნენ და საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე რიცხვობრივი უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა.

მეორე ტაიმში გიორგი ლორიამ ორი რთული დარტყმა მოიგერია. აღსანიშნავია კასპერ დოლბერგის ახლოდან დარტყმული ბურთი, თუმცა ''ანორთოსისის'' მეკარემ ზუსტად იმოქმედა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ლორიამ ასევე კარგად ითამაშა, როცა მახვილი კუთხიდან კარისკენ კრისტიან ერიქსენი არტყამდა. ზოგადად, ლორია დამაჯერებელი იყო და პირველ ტაიმშიც ახლო მანძილიდან ორი სახიფათო დარტყმა მოიგერია.

საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა ოქრიაშვილის შესრულებული ჯარიმისას კასპერ შმეიხეილმა ბურთი ადვილად დაიჭირა.

ფოტო - gff

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები