განმეორებითი მატჩის წინ ლიბერიის ნაკრებს სიერა ლეონეში თავს დაესხნენ!
Aa
Aa

განმეორებითი მატჩის წინ ლიბერიის ნაკრებს სიერა ლეონეში თავს დაესხნენ!

აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველი ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.

სიერა ლეონე ლიბერიას უმასპინძლებს.  პირველი მატჩი ლიბერიელების გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ფრიტაუნში (სიერა ლეონეს დედაქალაქი) ჩასულ ლიბერიელებს დღეს მასპინძელთა შეიარაღებული ქომაგები თავს დაესხნენ. 

ამ ინფორმაციას ლიბერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მუსტაფა რაჯი ადასტურებს. 

„მასპინძელთა ქომაგები ჩვენს ავტობუსს სხვადასხვა საგნებსა და დანებს ესროდნენ. გუნდმა ვარჯიში ვერ შეძლო. თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ და შეშიებულები ვართ“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები