კოსოვოს წარმატება ყველაფერს ცვლის - საქართველოს ევრო 2020-ზე გასვლა უფრო მარტივდება?
Aa
Aa

კოსოვოს წარმატება ყველაფერს ცვლის - საქართველოს ევრო 2020-ზე გასვლა უფრო მარტივდება?

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში კოსოვოს ნაკრებმა საკუთარ კედლებში ჩეხეთთან სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. პრიშტინაში ''ლაიფციგის'' ახალწვეულის, პატრიკ შიკის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა ''ფენერბახჩეს'' შემტევმა ვედატ მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა, შესვენების შემდეგ კი ლიეჟის ''სტანდარდის'' მცველმა მერგიმ ვოივოდამ კოსოვოს სენსაციური გამარჯვება მოაპოვებინა.

A ჯგუფში კოსოვო 8 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ინგლისს ჩამორჩება. ბალკანელებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვთ. თუ კოსოვო ევრო 2020-ზე შესარჩევი ციკლის გავლით მოხვდება, ერთა ლიგაზე აღარ იასპარეზებს. ასეთ შემთხვევაში ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ნაცვლად ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. კოსოვოს არყოფნა ერთა ლიგის ნახევარფინალურ წყვილებს შეცვლის.

D ლიგიდან ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება საქართველომ, მაკედონიამ, კოსოვომ და ბელარუსმა მოიპოვეს. ამ თანმიმდევრობიდან გამომდინარე ნახევარფინალში პირველი გუნდი მეოთხეს ხვდება, მეორე კი - მესამეს, მაგრამ კოსოვოს წარმატება ვითარებას ცვლის. ევროშესარჩევში წარმატებული თამაშის შემთხვევაში კოსოვო ერთა ლიგიდან ამოვარდება და გუნდები ასე დალაგდებიან: საქართველო, მაკედონია, ბელარუსი, ლუქსემბურგი. D ლიგის რეიტინგში საუკეთესო მეხუთე გუნდი ლუქსემბურგია და ვლადიმირ ვაისის გუნდი ნახევარფინალში სწორედ ლუქსემბურგს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში მაკედონია ბელარუსს დაუპირისპირდება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები