მსოფლიო ჩემპიონატი - ესპანეთმა იტალია უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ესპანეთმა იტალია უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა

დღეს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპი დაიწყო. ცენტრალური მატჩი ესპანეთსა და იტალიის ნაკრებებს შორის გაიმართა. ევროპული გრანდების ჯახში გამარჯვება „ფურია როხას“ დარჩა - 67-60. თუმცა სკარიოლოს გუნდს სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწია.

გამარჯვებულის ბედი მეოთხე მეოთხედის მიწურულს გადაწყდა, რომელიც იტალიის ნაკრებმა უღიმღამოდ ჩაატარა. განსაკუთრებით ცუდად მარკო ბელინელიმ იასპარეზა. იტალიელთა ლიდერმა ისე ვერ ითამაშა, როგორც შეშვენის.

ესპანელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი ხუანჩო ერნანგომესმა შეიტანა. ახალგაზრდა ცენტრმა აქტივში 16 ქულა ჩაიწერა. რიკი რუბიო 15 ქულას დასჯერდა. სერხიო ლული კი 11 ქულით გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ ამ ტრიოს გარდა 10 ქულიანი ნიშნული „ფურია როხას“ არცერთ კალათბურთელს გადაულახავს.

იტალიას 15 ქულით დანილო გალინარიმ ულიდერა. ლუიჯი დატომემ თავი 12 ქულას მოუყარა. ბელინელიმ კი 7 ქულა დააგროვა, თუმცა მეტოქის კალათის მიმართულებით 16 სროლა განახორციელა და მხოლოდ 3 ჩააგდო.

ესპანეთის მსგავსად სერბეთისა და არგენტინის ნაკრებებმაც მოიგეს. დღის მთავარი მოულოდნელობა კი  რუსეთის მარცხი იყო, რომელმაც პოლონეთს გადამწყვეტ პერიოდში ვერაფერი მოუხერხა და 79 – 74 წააგო.

სხვა მატჩების შედეგები

სერბეთი - პუერტო რიკო 90 - 47

არგენტინა -  ვენესუელა 87 - 67

ანგოლა - ირანი 62 - 71

ნიგერია - კოტ-დივუარი 83 - 66

ჩინეთი - სამხრეთ კორეა 77 - 73

ტუნისი - ფილიპინები 86 - 67

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები