ირანელმა ქალბატონმა, რომელიც მამაკაცივით გამოეწყო, რათა სტადიონზე შესულიყო, თავის დაწვა სცადა
Aa
Aa

ირანელმა ქალბატონმა, რომელიც მამაკაცივით გამოეწყო, რათა სტადიონზე შესულიყო, თავის დაწვა სცადა

ირანელმა ქალბატონმა თეირანის სასამართლოს შენობის წინ თავის დაწვა სცადა. 29 წლის საჰარი გადარჩა და მოტაჰარის საავადმყოფოში გადაიყვანას. იგი ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმყოფება და სხეულის 90 პროცენტი დამწვარი აქვს.

ქალბატონი მარტში დააპატიმრეს, როცა მამაკაცივით გამოწყობილი სტადიონზე შესვლას ცდილობდა, რათა ერთ-ერთ შეხვედრას დასწრებოდა.  მას ქალბატონებისთვის დაწესებული ჩაცმის სტილის დარღვევით საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.

როგორც ირკვევა 29 წლის საჰარმა რადიკალურ ქმედებებს მას შემდეგ მიმართა, რაც გაიგო, რომ იყო შანსი გისოსებს მიღმა 6 თვე გაეტარებინა. მისი დის თქმით საჰარს ბიპოლარული აშლილობა აწუხებს და ორ წელზე მეტია მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ 1979 წლიდან ირანელ ქალბატონებს სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება ეკრძალებათ. გამონაკლისი შარშან ვიხილეთ, როცა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ტრიბუნებიდან ხილვის უფლება მისცეს. თუმცა ისინი მამაკაცებისგან მოშორებით ისხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები