Aa
Aa

სოლდადო: "პუიოლთან მოედანზე მეტოქეობას ომს შევადარებდი"

ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი, რობერტო სოლდადო, კარლეს პუიოლის შესახებ პრესას ესაუბრა. მან პუიოლთან მოედანზე მეტოქეობა ომს შეადარა და აღნიშნა, რომ „ბარსას“ კაპიტანი ყველაზე აგრესიული მცველი იყო, ვისთანაც ოდესმე უთამაშია.

„პუიოლი ერთ-ერთი ის მცველი იყო, რომელიც მოედანზე ტკივილს მაყენებდა. მას ძალიან ძლიერი ხელები ჰქონდა. ვფიქრობ, ის ყველაზე აგრესიული მცველია, ვისთანაც ოდესმე მითამაშია და მასთან მოედანზე მეტოქეობას ომს შევადარებდი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მასთან შეჯიბრება მშვენიერი იყო და, ალბათ, სწორედ ისაა ერთ-ერთი ადამიანი, ვისთანაც ურთულესი ბრძოლები მქონდა“.

34 წლის სოლდადო კარიერის განმავლობაში „რეალის“, „ოსასუნას“, „ხეტაფეს“, „ვალენსიასა“ და „ვილიარეალის“ ღირსებას იცავდა, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კი „გრანადას“ მაისურით თამაშობს.

იგი 2007-2013 წლებში ესპანეთის ნაკრების წევრი გახლდათ და „ფურია როხას“ რიგებში ჩატარებულ 12 მატჩში 7 გოლი შეაგდო, მათ შორის ერთ-ერთი თბილისში, საქართველოს ნაკრების კარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები