Aa
Aa

რონალდინიო ბრაზილიის ტურიზმის ელჩი გახდა

იმის მიუხედავად, რომ რონალდინიოს ბრაზილიის კანონმდებლობასთან ბოლო დროს სერიოზული პრობლემები აქვს, იგი საკუთარი ქვეყნის ტურიზმის ელჩი გახდა.

ბრაზილიის ტურიზმის მარკეტინგისა და საჯარო ურთიერთობების დირექტორის, ოსვალდო მატოსის, განცხადებით, ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელსაც სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ქვეყნის ტურიზმს სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარება. მატოსმა „გაუჩოს“ პატრიოტიზმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მისი ეს დამოკიდებულება ფასდაუდებელია.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რონალდინიო 2016 წლის პარალიმპური თამაშებისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩის ამპლუაში მოგვევლინა.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის სუპერვარსკვლავს ბრაზილიის ერთ-ერთ ტბა გუაიბასთან, დაცულ ტერიტორიებზე, თევზსაჭერების უკანონოდ მშენებლობა დაუმტკიცდა, რის გამოც სახელმწიფომ მის კომპანიას 8.5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სასჯელის თანახმად, რონალდინიოს მაისში პასპორტი ჩამოართვეს და ბრაზილიის საზღვრების გადაკვეთაც აუკრძალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები