ზაზა ფაჩულია :
Aa
Aa

ზაზა ფაჩულია : "არ განვიცდი რომ ეს ყველაფერი დასრულდა"

ქართველმა ცენტრმა , რომელმაც ნაციონალურ  საკალათბურთო ასოციაციაში 16 სეზონი გაატარა სოცილაურ ქსელში  გულშემატკივრებს ემოციური პოსტი მიუძღვნა.

ფაჩულიამ კარიერის განმავლობაშიგოლდენ სტეიტთანერთად ორი საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა.

NBA-ში ფაჩულიამგოლდენისგარდა , ორლანდომაჯიქსში“ , მილოუკბაქსში“ , ატლანტაჰოუქსშიდალასმავერიქსშიდა დეტროიტპისტონსშიიასპარეზა.

მისი კარიერული მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება - 6.8 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 ასისტი. ზაზას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 1098 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

CRYSTALSPORT.GE მიმართვას უცვლელად გთავაზაბოთ:

„16 წლის წინ გავხდი NBA ოჯახის წევრი.ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ უკან დამიბრუნდა საუკეთესო მოგონებები, შევიძინე უამრავი მეგობარი , გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია თქვენი სიყვარული.მთელი ცხობრება ვიქნები მადლიერი თანადგომის რომელსაც სულ ვგრძნობდი დიდი მანძილის მიუხედავად .არ განვიცდი რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა ..მადლობა

შეგახსენებთ , რომ ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა დაგოლდენ სტეიტში ადმინისტრაციული და საკალათბურთო საკითხების  მრჩეველი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები