პირველი მეტოქეები ცნობილია! - ტოჩინოშინი
Aa
Aa

პირველი მეტოქეები ცნობილია! - ტოჩინოშინი "აკი ბაშოზე" გამოსვლას იწყებს!

ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, მორიგი ბაშოსთვის ემზადება და სულ მალე "აკი ბაშოში" ჩაერთვება. ხსენებული გათამაშება სტარტს კვირას, "რიოგოკუ კოკუგიკანში" აიღებს.

სუმოს ოფიციალურმა საიტმა შემოდგომის ბაშოს საწყისი 2 დღის განრიგი გამოაქვეყნა და ტოჩინოშინის მეტოქეებიც ცნობილი გახდა. ქართველი რიკიში პირველ დღეს იჩინოჯოს დაუპირისპირდება.

ტრადიციულად გორგაძეს მონღოლ მეტოქესთან არ უჭირს. ჩვენებურს იჩინოჯოს წინააღმდეგ 20 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და გამარჯვება 15-ჯერ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ლევანი მეორე მაეგაშირა იჩინოჯოსთან მიჯრით შვიდი შერკინებაა არ დამარცხებულა.

ტურნირის მეორე დღეს ასანოიამასა და ტოჩინოშინის ჯახს ვიხილავთ. მათი ბოლო ჯახი სკანდალური შედეგით დასრულდა და ქართველს რევანშის აღების შანსი ექნება. გორგაძე ასანოიამას წინააღმდეგ დოჰიოზე 3-ჯერ გავიდა და 2-ჯერ იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ „აკი ბაშოზე“ ტოჩინოშინი კადობანში იქნება და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად კაჩი-კოშის გაფორმება დასჭირდება.

ცხელი ამბები