ვიერი:
Aa
Aa

ვიერი: "ფეხბურთისთვის ტრაგედია იქნება, როცა მესი და რონალდუ კარიერას დაასრულებენ

მილანის "ინტერის" ყოფილ თავდამსხმელს, კრისტიან ვიერის თანამედროვე ფეხბურთის ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე წარმოდგენა ძალიან უჭირს.

იტალიელმა ცენტრფორვარდმა აღიარა, რომ აშინებს მომენტი, როცა მესი და რონალდუ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებენ.

"ასეთი რამ ფეხბურთში არასდროს მომხდარა. მესი და რონალდუ ყველა სეზონის ყველა მატჩში იღებენ მონაწილეობას და 40-50 გოლი გააქვთ. ეს საფეხბურთო ისტორიაში უნიკალური შემთხვევაა".

"ფეხბურთისთვის ტრაგედია იქნება, როცა ისინი ასაკში შევლენ და კარიერას დაასრულებენ".

46 წლის თავდამსხმელმა, რომელმაც ერთი სეზონი "ატლეტიკოში" გააატარა, ლა ლიგაზეც ისაუბრა და აღნიშნა: "დიდი ხანია ვამბობ, რომ ქვეყანა, სადაც ფეხბურთით ყველაზე დიდი სიამოვნება მივიღე ესპანეთი გახლავთ. ლა ლიგაში გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ და ეს ძალიან სასიამოვნოა".

"ყოველ უქმეებზე ატლეტიკოს სტადიონზე 55000 გულშემატკივარი მღეროდა. ეს საოცარი სანახაობა იყო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები