კინი:
Aa
Aa

კინი: "არ მაინტერესებს ფერგიუსონი ხარ თუ რომის პაპი"...

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მოთამაშე, როი კინი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად ირლანდიელმა სერ ალექს ფერგიუსონი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „წითელი ეშმაკების“ თავკაცი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა.

„ოლდ ტრაფორდზე“ გატარებული წლების ბოლოს კინი ირწმუნებოდა, რომ ფერგიმ მაშინ მიატოვა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. Off The Ball-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი აღნიშნა: „ფერგიუსონს არასდროს ვაპატიებ იმას, რაც მაშინ მოხდა. პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ყველა გავანაწყენე და ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ნამდვილი სისულელეა“!

„არ მაინტერესებს ფერგიუსონი ხარ თუ რომის პაპი, საკუთარ საქციელზე პასუხი უნდა აგო. ბოდიშს თუ მომიხდის ალბათ მხოლოდ მივესალმები. სულ ესაა. მასთან საუბრის არანაირი სურვილი არ მაქვს“.

„ხალხი ფერგიუსონის შესანიშნავ მენეჯმენტზე საუბრობს, მაგრამ ამით არ მოტყუვდეთ. მე მანჩესტერში ვიყავი, როცა ბრაიან რობსონი და სტივ ბრიუსი წავიდნენ და ძალიან არ მომეწონა მათ კლუბი როგორ მოეპყრო“.

„ხალხი ამბობდა ფერგიუსონი ყოველთვის გუნდის ინტერესების მიხედვით მოქმედებდაო, რაც სიმართლე არაა. დარენ ფერგიუსონი (ფერგის შვილი) მანჩესტერში თამაშობდა და მედალი მოიგო. მას ძალიან გაუმართლა. ფერგიუსონის ძმა კლუბის მთავარი სკაუტი იყო. მიკვირს მანჩესტერში მეუღლეც რომ არ ჰყავდა დასაქმებული“.

„დარენი პრესტონის მთავარი მწვრთნელიც იყო და შემდეგ სამსახური დაკარგა. მისი გუნდის რიგებში იჯარის წესით მანჩესტერის რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობდა. გამოიცანით რა მოხდა დარენის წასვლიდან მეორე დღეს? ის მოთამაშეები მანჩესტერში დააბრუნეს“!

„ხალხი ამბობს, რომ გაჭირვების დროს ფერგიუსონი გვერდით მედგა, მაგრამ როცა 34 წლის ვიყავი და ყველაფერი ფინიშისკენ მიდიოდა, მოულოდნელად მოვიდა და მითხრა: „როი შენი წასვლის დროა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები