კაფუს შვილი გულის შეტევით გარდაიცვალა
Aa
Aa

კაფუს შვილი გულის შეტევით გარდაიცვალა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, კაფუს უფროსი ვაჟი დანილო ფელიშიანო დე მორაეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას globoesporte ავრცელებს.

კაფუს 30 წლის შვილი ფეხბურთს თამაშობდა და თამაშის დაწყებიდან 10 წუთში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გასულ თვეში, მამის დღის აღსანიშნავად კაფუმ Instagram-ზე ფოტო ატვირთა შვილებთან ერთად. თეთრი ფერის მაისურში დანილოა, რომლის გარდაცვალების მიზეზად ადგილობრივი მედია გულის შეტევას ასახელებს.

View this post on Instagram

Feliz dia dos pais! ❤️ . . . . . #familia #diadospais #filhos

A post shared by Cafu (@cafu2) on Aug 11, 2019 at 10:47am PDT

შეგახსენებთ, კაფუ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ გახდა (1994 და 2002). 

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, მას ''სან პაულუში,'' ''სარაგოსაში,'' ''ჟუვენტუდეში,'' ''პალმეირასში,'' ''რომასა'' და ''მილანში'' ასპარეზობდა.

2003-08 წლებში კაფუ და კახა კალაძე ''მილანში'' თანაგუნდელები იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები