ფერგის მილოცვა რონალდუს
Aa
Aa

ფერგის მილოცვა რონალდუს

ორშაბათს კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ეს ჯილდო კარიერაში მეათედ დაისაკუთრა. ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავს წარმატება მისმა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმაც მიულოცა.

ლეგენდარულმა შოტლანდიელმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც განაცხადა: „საოცარ მიღწევასა და შთამბეჭდავ საღამოს გილოცავ. ძალიან ვწუხვარ შენთან ერთად რომ არ ვიმყოფები. როცა წარსულზე ვფიქრობ და 17 წლის ბიჭუნად წარმომიდგები, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში მოვიდა, ვხედავ პიროვნული გადმოსახედიდან რამხელა პროგრესი განიცადე და რა ფანტასტიკურ სპორტსმენად ჩამოყალიბდი“.

„მინდა შენ, დედაშენს, შენს ოჯახს და შენს შვილებს გითხრათ - ყოჩაღ“!

„შენთან ურთიერთობა, მუშაობა და იმის ხილვა თუ რა პროგრესს მიაღწიე და როგორ ფეხბურთელად ჩამოყალიბდი, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა“.

ასე რომ წარმატებები. კარგ საღამოს გისურვებ! ყოჩაღ“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები