პეპე: „რეალმა“ „ატლეტიკოს“ შეცდომები არ უნდა გაიმეოროს
Aa
Aa

პეპე: „რეალმა“ „ატლეტიკოს“ შეცდომები არ უნდა გაიმეოროს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ პეპემ თანაგუნდელები გააფრთხილა, რომ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იგივე შეცდომები არ გაიმეორონ.

მიმდინარე სეზონში კარლო ანჩელოტის შეგირდებმა „ატლეტიკოსთან“, პრიმერადივიზიონის ორივე დედაქალაქური დერბი დათმეს, ასევე მარცხი განიცადეს ესპანეთის სუპერთასსა და „კოპა დელ რეიზე“.

„ვისენტე კალდერონზე“ მათი ბოლო ჩასვლა 4:0 განადგურებით დასრულდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ამჯერად მისი გუნდი უმაღლეს დონეზე ითამაშებს.

„ორი აზრი არ არსებობს, რომ წინ ძალიან რთული მატჩი გველის. მთელმა გუნდმა უნდა გავაანალიზოთ ის დაშვებული შეცდომები, რაც წინა შეხვედრებში გვქონდა. ჩვენ სეზონის ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი მატჩი გველის და ძალების სრული მობილიზება უნდა შევძლოთ. დარწმუნებული ვარ, რომ „ვისენტე კალდერონზე“ ღისეულ ფეხბურთს ვითამაშებთ.“ - განაცხადა პეპემ

 

ჩემპიონთა ლიგასთან ერთად მადრიდის „რეალი“ პრიმერადივიზიონის ტიტულისთვისაც იბრძვის. გასულ უქმეებზე „სამეფო კლუბმა“ „ეიბარს“ 3 უპასუხო გოლი გაუტანა და პირველადგილოსან „ბარსასთან“ ქულათა სხვაობა ორამდე შეამცირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები