გიორგაძემ ჩეხურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

გიორგაძემ ჩეხურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

უკრაინული ''ვორსკლას'' დატოვების შემდეგ 22 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ანდრო გიორგაძემ ჩეხურ ''ზლინთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. CrystalSport-ის ცნობით ფეხბურთელმა ახალ გუნდში პირველი ვარჯიში დღეს ჩაატარა.

''ზლინში'' გიორგაძის გარდა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ ჭანტურიშვილი ირიცხება, რომელიც ჩეხურ გუნდში 2019 წლის დასაწყისიდან გამოდის.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მოთამაშე 2017-19 წლებში უკრაინის პრემიერლიგის ''ვორსკლას'' ღირსებას იცავდა. უკრაინის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა, უკრაინის თასზე კი ერთხელ იასპარეზა.

2018-19 წლების სეზონში სანდრო კობახიძისა და ანდრო გიორგაძის ''ვორსკლამ'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ლონდონის ''არსენალთან'' გასვლით შეხვედრაში კობახიძე სასტარტოში მოხვდა, ხოლო გიორგაძემ მატჩს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები