“გორგოძილას“ დაბრუნება - რატომ უნდა ეშინოდეთ „ვოლაბებს“ ქართველი ლეგენდის
Aa
Aa

“გორგოძილას“ დაბრუნება - რატომ უნდა ეშინოდეთ „ვოლაბებს“ ქართველი ლეგენდის

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. „ბორჯღალოსნები“ ურთულეს ჯგუფში იასპარეზებენ და საუკეთესოს ვინაობას ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებების წინააღმდეგ გაარკვევენ.

rugby.com.au-მ ტურნირის წინ მილტონ ჰეიგის გუნდის ახლად დაბრუნებულ ლიდერს, მამუკა გორგოძეს საკმაოდ საინტერესო სტატია მიუძღვნა.

***

ავსტრალიელი მორაგბე, დრიუ მიჩელი თვლის, რომ მამუკა გორგოძეს შესახებ ყველაფერი, რომ გაიგოთ მის ძაღლზე უნდა იცოდეთ. „მამუკას რომელიღაც მასტიფი ჰყავს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ძაღლი. გორგოძე მას სიმძიმეებს აჰკიდებდა და სარბენ ბილიკზე არბენინებდა ხოლმე“.

ჟურნალისტი: „ძაღლი მონადირეა“?

„არა, ოჯახის ძაღლია. უბრალოდ მამუკას უნდოდა მისი ძაღლი კუნთმაგარი ყოფილიყო. მას არ სურდა მის გარემოცვაში ვინმეს ან რამეს! ეზარმაცა! ძაღლსაც კი“!

ქართული რაგბის ლეგენდა, რომელსაც „ბორჯღალოსნების“ რიგებში 71 მატჩი აქვს ჩატარებული, ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა და იაპონიაში გასამართ ტურნირზე იასპარეზებს. 35 წლის გორგოძისთვის ეს მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება.

მამუკამ სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა, მაგრამ საქართველოს ნაკრების კვართით კიდევ ერთხელ იბრძოლებს! ამჯერად იაპონიაში!

ეს სიახლე „ვოლაბების“ სამწვრთნელო შტაბს ნამდვილად არ ესიამოვნა. მათ 11 ოქტომბრისთვის დამატებით ყინულის რამდენიმე შეკვრის გამზადება მოუწევთ. ქართველების დაჯახებებთან გამკლავება მარტივი სულაც არაა! „ბორჯღალოსნების“ ფიზიკური სიძლიერის შესახებ რაგბის მოყვარულებს ყველაფერი მშვენივრად მოეხსენებათ. და როგორც ბურჯების ყველაზე დიდ „ექსპორტიორ“ ქვეყანას შეეფერება, საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზი მეტოქეს შიშის ზარს სცემს.

წინა მსოფლიო ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნების“ ლიდერი, მამუკა გორგოძე ყველაზე მრისხანე და შეუჩერებელი მორაგბე გახლდათ. იგი 2011 და 2015 წლებში გამართულ ტურნირებზე საკულტო ფიგურად იქცა და მეტსახელად „გორგოძილა“ შეარქვეს.

2007-ში ირლანდიასთან და 2011-ში შოტლანდიასთან თითქმის მოგებული მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 2015 წელს ორ შეხვედრაში იმარჯვა. მაშინ „ბორჯღალოსნებმა“ ერთ-ერთ ჯახში ტონგა დაამარცხეს, რასაც ძალიან გამოხმაურება მოჰყვა.

ქართველებმა ახალ ზელანდიასთანაც ბოლომდე იბრძოლეს. მათ „ოლ ბლექსთან“ პირველი ტაიმი 22-10 წააგეს და საბოლოოდ 43-10 დამარცხდნენ. იმ შეხვედრაში გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ისე, როგორც 2011 წელს, ინგლისის წინააღმდეგ.

2015 წელს დრიუ მიჩელი ავსტრალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა და საქართველოს წარმატებული გამოსვლა საერთოდ არ გაკვირვებია. ექს-ვოლაბი „ტულონში“ 2014-დან 2017 წლამდე გორგოძეს თანაგუნდელი იყო და მამუკას ქართულ ხასიათს კარგად იცნობს.

„თუ ქართველები რაღაცას ეწინააღმდეგებიან, გამორიცხულია მის მიღებას დათანხმდნენ. მამუკა ძალიან ძლიერია და პრაქტიკულად შეუჩერებელია. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა გარეგნულად მაგარი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებ, მაგრამ შინაგანად აბსოლუტურად სხვანაირი ხარ. თუ გორგოძესთან საერთო ენა გამონახე, ჩათვალე არასდროს არაფერი შეიცვლება. იგი ერთგული ადამიანია და თუ მისი მეგობარი ხარ შენთვის ყველაფერს გააკეთებს“.

„გორგოძე ნამდვილი ლიდერი იყო. ჩვენს გუნდში მოასპარეზე ქართველები ეუბნებოდნენ ხოლმე - კი მამუკა, არა მამუკა, როგორც იტყვი მამუკა. ისინი მას უდიდეს პატივს სცემდნენ. იგი დომინანტი ფიგურა იყო“.

„მოედანზე გორგოძე შეუჩერებელი მორაგბეა, რომელსაც ძლიერი და მტკივნეული შეჯახებები ახასიათებს და ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც მისი დიდი ზომის ძაღლი. ამას განზრახ არ აკეთებს, ყველაფერი ბუნებრივად ხდება. იგი თავის სახლში გვეპატიჟებოდა ხოლმე და მასთნ სიგარასა და კონიაკს მივირთმევდით. ტულონში ბევრი ადგილი ნამდვილად არ იყო, სადაც სავარძელში ჯდომა და კონიაკით სიამოვნების მიღება შეგეძლო“ - იხსენებს მიჩელი.

ავსტრალიელებმა გორგოძეს დაბრუნებამდეც იცოდნენ, რომ მსოფლიო რეიტინგის მე-12 ნომერთან მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევდათ.

„ქართველებს ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი. მამუკა დიდი ხანია აქტიურ კამპანიას ატარებს და საქართველოს ექვს ერში გაწევრიანებაზეა კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მათ მოუწევთ დაამტკიცონ, რომ უმაღლეს დონეზე გამოსვლას იმსახურებენ“.

„ქართველებს ფიზიკურად ძალიან ძლიერი დამრტყმელები ჰყავთ. გახსოვთ ქართულმა შერკინებამ ინგლისთან რომ ივარჯიშა? სამი შერკინების შემდეგ ჩხუბი დაიწყო. ქართველები ასეთები არიან“.

„თუ მათ შერკინების შემდეგ ხელს ჰკრავ, ან შერკინების დროს რაიმე მათთვის უსიამოვნო ილეთს გამოიყენებენ, გაბრაზდებიან, წამოდგებიან და ომს დაიწყებენ“.

„ისინი განსხვავებული და ძალიან მაგარი ჯიშის წარმომადგენლები არიან და მამუკა მათი წინამძღოლია“ - აცხადებს მიჩელი... 

ცხელი ამბები