Aa
Aa

"კაპელო ნამდვილი ნაგავი იყო!" - მაიკლ ოუენმა იტალიელი სასტიკად გააკრიტიკა

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ფაბიო კაპელო სასტიკად გააკრიტიკა.

იტალიელი სპეციალისტი „სამ ლომს“ 2008-2012 წლებში ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც ჯონ ტერის კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს, კაპელომ ინგლისური ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ყველაფერი კი მისი თანამდებობიდან დათხოვნით დასრულდა.

ოუენმა სანაკრებო კარიერა კაპელოს დანიშვნიდან 4 თვეში დაასრულა. მას ინგლისის ნაკრების მაისურით იმ მონაკვეთში მხოლოდ 1 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული. ამ ყველაფრის მიზეზად ფეხბურთელი იტალიელ სპეციალისტს ასახელებს.

ინგლისელი ფეხბურთელი ამ თემას თავის წიგნში my life my time-შიც შეეხო. მანამდე კი Mirror-თან საუბრისას განაცხადა:

„პოსტის დაკავების შემდეგ კაპელომ უბრალოდ ჩათვალა, რომ მას რამე უნდა შეეცვალა. და ეს „რამე“ მაიკლ ოუენი აღმოჩნდა. მე ეს აღვიქვი როგორც განცხადება.

შესაძლოა თქვენთვის ეს გასაკვირი არ იყოს, თუ მე გეტყვით რომ უკან მოხედვისა და მისი ნაკრებში მუშაობის დროს გადავხედავ, ძალიან დიდი ბრაზი დამეუფლება.

მან ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე დაასრულა ჩემი სანაკრებო კარიერა, რომლის შესაქმნელადაც უდიდესი შრომა დამჭირდა. ის ასევე გახდა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეფექტური მთავარი მწვრთნელი.

ის ნამდვილი ნაგავი იყო! ვფიქრობ, რომ კაპელომ ჩემს სანაკრებო კარიერასა და ინგლისის ეროვნულ გუნდს უდიდესი ზიანი მიაყენა და მას ამისთვის საკმაოდ კარგადაც გადაუხადეს“.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ოუენმა ეროვნული ნაკრების მაისურით 89 მატჩი ჩაატარა და 40 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები