სკანდალი გერმანიაში! მეტცელდერი ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელებაშია ეჭვმიტანილი
Aa
Aa

სკანდალი გერმანიაში! მეტცელდერი ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელებაშია ეჭვმიტანილი

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, კრისტოფ მეტცელდერი სერიოზულ სკანდალში გაეხვია. იგი ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელებაშია ეჭვმიტანილი.

გუშინ ჰენეფის სპორტულ სკოლაში სამართალდამცველები შევიდნენ. პოლიციამ 38 წლის გერმანელს, რომელიც სამწვრთნელო ლიცენზიის კურსს ატარებდა სთხოვეს, მათთან ერთად მისსავე სახლში წასულიყო.

გამომძიებლებმა დიუსელდორფში (მეტცელდერის სახლი დიუსელდორფში მდებარეობს) გამგზავრებამდე მეტცელდერს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. მისი სახლის ჩხრეკა კი დიდხანს გაგრძელდა და პოლიციამ ერთი პერსონალური კომპიუტერიც წაიღო.

მოგვიანებით ამ საკითხის შესახებ კომენტარი ჰამბურგის პროკურატურის პრესმდივანმა, ლიდი ოხტერინგმაც გააკეთა: „ვადასტურებთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მეტცელდერს ბრალად ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელება ედება. მათ შორის ის ფოტოებიცაა, რომელიც მან ჰამბურგში მიიღო“.

Bild-ის ინფორმაციით სამი კვირის წინ პოლიციას ქალბატონი დაუკავშირდა. მან სამართალდამცველებს პორნოგრაფიული შინაარსის 15 ფოტო აჩვენა და განაცხადა, რომ ეს ფოტოები მას მეტცელდერმა WhatsApp-ით გაუგზავნა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციას "რეალის" ექს-ფეხბურთელი არ დაუკავებია.

გერმანელმა მოთამაშემ კარიერა 2014 წელს დაასრულა. ბოლოს მეტცელდერი „ჰალტერნის“ რიგებში ასპარეზობდა და დღესდღეობით ამ კლუბის პრეზიდენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები