Aa
Aa

მარადონა: "არგენტინული კლუბის გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივია"

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა თავის სამწვრთნელო კარიერასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სამხრეთ ამერიკული გამოცემები „ფეხბურთის ღმერთს“ „ხიმნასია ლა პლატას“ თავკაცის პოსტის ჩაბარებას უწინასწარმეტყველებენ.

არგენტინული პრესა აცხადებს, რომ კლუბსა და მარადონას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება, თუმცა დიეგომ ეს სპეკულაციები უარყო.

მარადონამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: „მინდა განვაცხადო, რომ არგენტინული კლუბებისგან წინადადება არ მიმიღია და არც უარი განმიცხადებია. ოფიციალური მოლაპარაკებები არცერთ კლუბთან მქონია. თავს კარგად ვგრძნობ და რა თქმა უნდა არგენტინული გუნდის გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივი გახლავთ. გამოწვევებთან გამკლავება ყოველთვის მომწონდა“.

დიეგო ბოლოს „დორადოსში“ მუშაობდა. მარადონა მექსიკური გუნდს 2018 წლის სექტემბრიდან წვრთნიდა და პლეიოფში ორჯერ გაიყვანა, თუმცა უმაღლესი დივიზიონის საგზურის მოპოვება ვერცერთხელ მოახერხა.

მარადონამ მექსიკა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები