Aa
Aa

ბრიტანული პრესა - სულშერი მზად იყო პოგბა გაესხვისებინა

რამდენიმე საათის წინ ბრიტანულ პრესაში პოლ პოგბასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Daily Mail იტყობინება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნნარ სულშერი მზად იყო ფრანგი ფეხბურთელი გაესხვისებინა.

ნორვეგიელი სპეციალისტი „ოლდ ტრაფორდზე“ რეფორმებს ატარებს და როგორც ჩანს სკანდინავიელისთვის 26 წლის ნახევარმცველი განახლებული „მანჩესტერისთვის“ საჭირო ფეხბურთელი არ გახლავთ.

Daily Mail-ის ცნობით „წითელი ეშმაკები“ ელოდებოდნენ შეთავაზებას, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. თუმცა პოგბას მსურველი არ გამოუჩნდა და „იუნაიტედისთვის“ სარფიანი წინადადებით არავის მიუმართავს.

ფრანგ ფეხბურთელს მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონა“ უკავშირებდნენ. კატალონიური გამოცემა Sport-ის მიხედვით „ლოს ბლანკოსის“ თავკაცი, ზინედინ ზიდანი თვლის, რომ ფლორენტინო პერესი პოგბას ყიდვას არ განიხილავდა და ამის გამო აღშფოთებულია. რაც შეეხება „ბლაუგრანას“, „ბარსა“ ნეიმარის ტრანსფერის გაჩარხვაზე გახლდათ ორიენტირებული.

Daily Mail „მანჩესტერის“ სამომავლო გეგმების შესახებ წერს და დასძენს, რომ ზამთრის სატრანსფერი ფანჯრის მიმდინარეობისას „წითელი ეშმაკები“ კრისტიან ერიქსენის გადაბირებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები