თურქული მედიის ცნობით შენგელიას წლიური ხელფასი ცნობილია
Aa
Aa

თურქული მედიის ცნობით შენგელიას წლიური ხელფასი ცნობილია

თურქული მედია ''ქონიას'' ქართველი ახალწვეულის, ლევან შენგელიას შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. Fanatik-ის ცნობით 23 წლის შემტევი წლიური ხელფასის სახით 300 000 ევროს მიიღებს, რაც ამჟამინდელი კურსით 900 000 ლარს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თანხას ბონუსები დაემატება, რასაც კლუბისა და მოთამაშის წარმატებული გამოსვლა განსაზღვრავს.

შენგელიასთვის თურქეთის სუპერლიგაში კარიერის გაგრძელება პროგრესული ნაბიჯია. მას ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატში არასდროს უთამაშია. თბილისის ''დინამოში'' გადასვლამდე ბელგიის რანგით მეორე ლიგის ''ტუბიცეში'' ასპარეზობდა და ერთი წელი სამხრეთ კორეაში გაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალწვეულისთვის ''ქონია'' მესამე უცხოური გუნდია.

23 წლის შენგელიამ ახალ კლუბში ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა და "ქონიასპორის" ვებგვერდს ესაუბრა: "ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, რის გამოც გახარებული ვარ, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი ამ ფანტასტიკურ გარემოს შევუერთდები და გუნდთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ. ამ ყველაფერს მოუთმენლად ველოდები, რადგან წარმომიდგენია, აქ როგორი ატმოსფეროა.

ქონიაში ყველა თბილად დამხვდა, რისთვისაც თითოეულ ადამიანს დიდ მახლობას ვუხდი. მინდა, მივესალმო კლუბის გულშემატკივრებს და ერთი სული მაქვს ისინი კარგი თამაშით გავახარო.''

ფოტო: konyaspor.org.tr

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები