არაბული: ბერძნული კარიერის შედეგიანი სტარტი
Aa
Aa

არაბული: ბერძნული კარიერის შედეგიანი სტარტი

ორწლიანი უნგრული კარიერის შემდეგ ბაჩანა არაბული საბერძნეთის სუპერლიგის ''პანიონიოსში'' ასპარეზობს. გასული სეზონის მეორე ნახევარში უნგრულ ''პუშკაშ აკადემიაში'' ყოფნისას მთავარ მწვრთნელთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდა, რის გამოც ფაქტობრივად ნახევარი სეზონი გაუცდა და ვლადიმირ ვაისის სანაკრებო სიაში ვეღარ ხვდებოდა.

25 წლის თავდამსხმელმა საბერძნეთის სუპერლიგის პირველივე ტურში გოლი გაიტანა, სადებიუტო შეხვედრაში ''ვოლოსთან'' შინ გამართულ მატჩში 74-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და დამატებულ წუთზე გოლი გაიტანა, თუმცა მისი გუნდი 1:2 დამარცხდა.

სუპერლიგის მეორე ტურში ''პანიონიოსის'' მეტოქე მოქმედი ჩემპიონი პაოკ-ი იყო. პირველი ტაიმი პაოკ-ის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ 57-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა პაოკ-ის მცველებს დაასწრო და მისი გადაცემის შემდეგ სოტირის ცილულისმა წონასწორობა აღადგინა.


74-ე წუთზე პოლონელმა კაროლ სვიდერსკიმ პაოკ-ისთვის გამარჯვების გოლი გაიტანა და მოქმედმა ჩემპიონმა მოსალოდნელი 3 ქულა მოიპოვა.

14-გუნდიან სუპერლიგაში ''პანიონიოსი'' მინუს 6 ქულით ბოლო ადგილზეა.

ფოტო: panionianea.gr

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები