Aa
Aa

საქართველოს ქალთა ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი იტალიასთან გამართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი კრისტიანა ჟირელიმ გაიტანა.

შეხვედრის 24-ე წუთზე იტალიელს ქართველთა მეკარემ თათია გაბუნამ პენალტი აუღო, მაგრამ ჟირელიმ დამატებაზე ყველას დაასწრო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 7:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ერთადერთი გოლის ავტორი შეცვლაზე შემოსული ანა ჩემინავა გახდა.

შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს ქართველი გოგონები 8 ოქტომბერს დანიასთან გამართავენ.

თათია გაბუნია - საქართველოს ნაკრების მეკარე

ლევან ბაჯელიძე - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები