ოფიციალურად: იკარდიმ პსჟ-სთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა
Aa
Aa

ოფიციალურად: იკარდიმ პსჟ-სთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა

მილანის ''ინტერის'' ფორვარდი მაურო იკარდი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე პსჟ-ში ითამაშებს. ინფორმაცია პარიზული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეფ საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს არგენტინელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

პსჟ-ს ისტორიაში იკარდი მე-16 არგენტინელია.

იკარდი და მისი მეუღლე ვანდა ნარა, რომელიც ამავდროულად ფეხბურთელის აგენტია, პარიზში ორშაბათს დილით ჩაფრინდნენ და მოლაპარაკების დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა და იკარდიმ საიჯარო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

იკარდის მილანურ კლუბში პრობლემები გასულ სეზონში შეექმნა, კლუბის ხელმძღვანელებთან დაძაბულ ურთიერთობას თავდამსხმელის სერია ა-დან აბარგება მოყვა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრისას დასაწყისში იკარდი კვლავ სერია ა-ში თამაშს გეგმავდა და ტურინის ''იუვენტუსში'' გადასვლის დიდი სურვილი ჰქონდა. ამ სურვილის გამო 26 წლის ფეხბურთელმა ''რომასა'' და ''მონაკოს'' წინადადებებს უარით უპასუხა.

სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს პსჟ-ში კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდა, მადრიდის ''რეალის'' მეკარე კეილორ ნავასი პარიზული გუნდის ფორმას მოირგებს. ნავასმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ალფონსე არეოლამ კარიერის გაგრძელება მადრიდის ''რეალში'' გადატყვიტა და ესპანურ გრანდთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები